საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ორივე ლიგაში თამაშები აქტიურად მიმდინარეობს. უმაღლეს – A ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფის ჯერია, სადაც 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალიდან შეუტევს ჩემპიონობას, B ლიგაში მეორე წრე მიმდინარეობს და გუნდები მალე პლეი ოფი შეაბიჯებენ.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა B ლიგაში 30 გუნდი ასპარეზობს. ისინი 5 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი – თითოში 6. პირველი წრე დაუმარცხებლად განვლეს და წარმატებულად სვლას აგრძელებენ ჯგუფების ლიდერები. ყველა ჯგუფს 1 დაუმარცხებელი გუნდი ჰყავს, რომლებსაც საჩემპიონო ამბიციები გააჩნიათ. ესენი არიან: ქუთაისი, რუსთავი, ოვერტაიმი, ჰიუნდაი და
თსუ. ყველა ამ გუნდს, თსუ-ის გარდა ჰყავს წარმომადგენელი A ლიგაში. როცა ფავორიტებზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ასევე ზაზა ფაჩულიას აკადემიის მეორე გუნდი (პირველი A ლიგაშია), რომელიც B ლიგაში, D ჯგუფშია და ჰიუნდაის შემდეგ მე-2 ადგილი უკავია.
GBF
ზაზა!!! სირცხვილია ჩემპიონთა თასის მფლობელი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ ვერ თამაშობს!