მანილაში ზურაბ საკანდელიძის დიდების დარბაზში წარდგენის ცერემონია გაიმართა!

AutoSharing Option
23 ივნისს მანილაში ფიბა-მსოფლიოს კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე დაესწრო. როგორც ცნობილია, ფიბა-მსოფლიოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივნისში ზურაბ საკანდელიძე დიდების დარბაზის პირველი ქართველი წევრი გახდა. გუშინ მანილაში, კონგრესთან ერთად, ფიბას დიდების დარბაზში ახალი წევრების ოფიციალურად წარდგენის ცერემონიაც გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ვიქტორ სანიკიძემ და ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა გიორგი საკანდელიძემ მიმართეს, რომელმაც ფიბას სპეციალური ჯილდოც ჩაიბარა.

ზურაბ საკანდელიძესთან ერთად 2023 წელს დიდების დარბაზს 11 კალათბურთელი შეუერთდა: იაო მინგი (ჩინეთი), იუკო ოგა (იაპონია), კატრინა მაკკლაინი (აშშ), ამაია
ვალდემორო (ესპანეთი), ვლამირ მარკესი (ბრაზილია), ანჯელო მონტეირო დოს დანტოს ვიქტორიანი (ანგოლა), სონი ჰენდრავანი (ინდონეზია) და კარლოს ლოიზაგა (ფილიპინები).

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს გოგო შუაში მარიამ ნიონგოა ?
ზურაბ საკანდელიძე საამაყო ლეგენდარული კალათბურთელი და კარგი ქართველიია. ადამია
0

სიახლეები პოპულარული