სუპერლიგა 2016/17. ფინალი: წინ "დინამოა", ბრძოლა ქუთაისში გაგრძელდება

AutoSharing Option
23 მაისს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის მეორე მატჩი და მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა.

ფინალური სერია. II მატჩი
23 მაისი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 88:65
23:13, 24:14, 22:16, 19:22
დინამო: ვონი (25ქ, 6პ, 3ჩ), გრძელიძე (11ქ), ღურწკაია, ლონდარიძე (19ქ, 8მ), მაჩალაძე, ფაცაცია (10ქ, 5მ), ჭოჭუა (6ქ, 4პ), მარავიჩი (9ქ, 4დ), რევაზაშვილი, ბერიშვილი (5ქ, 9მ), გოგოძე (3ქ).
ქუთაისი: ჭეიშვილი, ბოისა (5ქ), ცეკვავა (3ქ), წივწივაძე, ბაბუნაშვილი (7ქ), ქადარია (6მ), ცინცაძე (18ქ, 8მ, 9პ), გ. ბარბაქაძე (5ქ, 5მ), ლომოური (10ქ), ტუბაკი (1ქ), ბექაური (16ქ, 8მ, 3დ).
მსაჯები: ტ. ჰორდოვი, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

- მე დღეს ვიყავი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალურ თამაშზე, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქუთაისი" აქ ვერ ვნახე. იმედი მაქვს, რომ ქუთაისის სპორტის სასახლეში ვიხილავ, - იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის სიტყვები მატჩის სურათს ნათლად წარმოგვიდგენს.

პირველივე წუთებიდან "დინამოს" ყველაფერი გამოსდიოდა, "ქუთაისს" - არაფერი. მასპინძლები დაცვაში იმდენად კარგად იდგნენ, კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს, არც ფარქვეშიდან იქმნებოდა საფრთხე მათ კალათთან და არც პერიმეტრიდან. არადა, თასის ფინალში მეორე პერიოდის დასაწყისში "ქუთაისს" 10 სამქულიანიდან 9 ჰქონდა ჩაგდებული.

ამჯერად პირიქით, დინამოელები გამოიყურებოდნენ ხალასად, სამქულიანს სამქულიანზე აგდებდნენ და საბოლოოდ 14 რეალიზებული შორეული ტყორცნა მოუგროვდათ. სტუმრებმა მხოლოდ 6 სამიანი ჩააგდეს. მაღალი შედეგიანობით სტყორცნიდნენ სასტარტო გამთამაშებელი დეონტა ვონი (9-დან 5 სამიანი) და მისი შემცვლელი ლევან გრძელიძე (3-დან 3).

"დინამოს" ნახევარფინალში ტრავმის გამო აკლდა ვონი. ნაკლებად დაეტყო, რადგან კარგად აწყობილი გუნდია, მაგრამ გუშინ დავრწმუნდით, რომ "დინამო" ვონითა და ვონის გარეშე მაინც სხვადასხვაა. არატიპური ამერიკელია - მხოლოდ საკუთარ ქულებზე არ ფიქრობს, დაცვაშიც აქტიურია, გუნდზეც თამაშობს და თუ საჭიროება მოითხოვს, თამაშს საკუთარ თავზე იღებს.

ჯერაც ვერ გაიხსნენ "ქუთაისისა" და  "დინამოს" წინახაზელები, შესაბამისად, ტუბაკი და მარავიჩი. სამაგიეროდ, ვერცხლისწყალივით მოძრაობენ ქართველი მეფარეები: დინამოელი ლონდარიძე და ქუთაისელი ბექაური. პირველმა 19 ქულა ჩააგდო, მეორემ - 16.

ცინცაძე
სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 18 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, სტატისტიკა არაფრისმთქმელი რომ არის - გაცილებით ფასეულია გამარჯვება.

"დინამო" უკვე 2:0-ს იგებს. ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი 26 მაისს ქუთაისშია და წინასწარ ვიტყვით - ტემპერატურა სეზონის პიკს მიაღწევს...

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- საშინაო მატჩებში მაქსიმუმი გავაკეთეთ - მოვიგეთ ორივე შეხვედრა. იოლი არაფერია, ხან მიგვდის თამაში, ხან არა. ვემზადებით შემდეგი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის.

მატჩი III ადგილისთვის
23 მაისი, თბილისი
კაკტუსი-რუსთავი 85:93
20:20, 25:19, 21:26, 19:28
კაკტუსი: უაითი (4ქ), ჩიკვილაძე (15ქ, 6მ, 9პ), ჩლაიძე (15ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (13ქ, 10მ), ბააკაშვილი (4ქ), ლომიძე (15ქ), ფლოვიესი (19ქ, 13მ).
რუსთავი: ბრიგსი (31ქ, 9მ, 5პ), ხმელიძე (2ქ), ქიტოშვილი, ლი (22ქ, 5პ), ჩაჩანიძე (17ქ, 5მ, 3პ), ათუაშვილი (6ქ, 6მ), კასპერბაუერი (7ქ), გოგობერიშვილი (6ქ), გუგავა (2ქ).

მიმდინარე სეზონში "რუსთავმა" და "კაკტუსმა" ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა "დინამოსა" და "ქუთაისს" ვერ შესწვდნენ. ამ ორი ლიდერის შემდეგ რომელი დაიკავებდა მესამე ადგილს, გუშინ უნდა გარკვეულიყო.

გაირკვა: "რუსთავმა" ისტორიაში მეოთხედ მოიგო ბრინჯაო.

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- ძნელი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა წარმატებისათვის. ვულოცავ ყველას - გულშემატკივრებს, გუნდის ხელმძღვანელობას, გუნდს და ყველას, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდით გვედგა. დიდი მადლობა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0