25 ოქტომბერი, თბილისი
კაკტუსი-ბათუმი 48:89
14:30, 8:18, 8:23:18:18
კაკტუსი: ლომიძე (10ქ), ტურძელაძე (3ქ), პარკსი (2ქ), ჯონსონი (11ქ, 5მ), ვორდი (3ქ), ლოლიშვილი, ამონაშვილი (5ქ), გოგუა, ბოისა (4ქ, 6მ), გოგალაძე (7ქ), როჯერსი (6ქ, 7მ).
ბათუმი: ქადარია (9ქ, 15მ), ტომარაძე (2ქ), სტეფანიშინი (23ქ, 3პ), კოლინზი (17ქ, 4პ, 4ჩ), ანდრეშევიჩი (12ქ, 10მ, 3ჩ), ყველაშვილი (2ქ), თენიეშვილი (2ქ), ბაკურაძე, შემოსიუკი (22ქ, 5მ, 6პ).
- ჩემი გუნდის ასეთი კარგი თამაში დიდი
"ბათუმის" კარგი თამაში მისთვის სიურპრიზი იყო... უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ დახედეთ ანგარიშს - სხვაობა 41 ქულაა! მას მერე, რაც სუპერლიგის გუნდებს მთავრობისგან სტაბილური დაფინანსება აქვთ, შემადგენლობებიც გათანაბრდა და დიდი სხვაობა იშვიათად ფიქსირდება.
- 41 ბოლო წლების ანტირეკორდია.
25 ოქტომბერი, თბილისი
სოხუმი-მარნეული 75:73
19:18, 21:15, 15:12, 20:18
სოხუმი: კვეტენაძე (6ქ, 5მ), ჩელოვანი (17ქ, 10მ), ლუცენკო (17ქ), ვოლერი (12ქ, 12მ, 4პ), პრიმაკი (16ქ, 7მ), მ. რევაზაშვილი (2ქ), ლ. რევაზაშვილი, ზუზაძე (5ქ), ბაიდა.
მარნეული: ანთაძე (6ქ, 4პ), რეი (15ქ, 11მ, 3პ), ნილი (14ქ, 6პ), ბონდუმელი (9ქ), შვეცი (10ქ, 8მ), ვახანია (3ქ), ს. ლეჟავა (1ქ), ლობჟანიძე (8ქ, 6მ), ათუაშვილი (7ქ, 5მ).
ურთიერთშეხვედრამდე "სოხუმსა" და "მარნეულს" სუპერლიგაში გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა სულაც არ ჰყავთ ის შემადგენლობები, აუტსაიდერები რომ ვუწოდოთ.
პირველი გამარჯვებისთვის საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.
ტექსტითა და თხრობით რომ არ გადაგტვირთოთ, ყველაზე საინტერესო ეპიზოდის, ბოლო წუთ-ნახევრის ქრონოლოგიას შემოგთავაზებთ:
01:26 - ნილი (მარნეული) 2ქ (69:71)
01:11 - ჩელოვანი (სოხუმი) 2ქ (71:71)
00:49 - ლუცენკო (სოხუმი) 2ქ (73:71)
00:07 - ნილი (მარნეული) 1+1 (73:73)
00:00 - ვოლერი (სოხუმი) 2ქ (75:73)
კვან ვოლერმა გამარჯვების ორქულიანი ეფექტური სლალომით მოიპოვა, მატჩის გმირი გახდა და ტურის საუკეთესო კალათბურთელის წოდებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
25 ოქტომბერი, თბილისი
მგზავრები-ოლიმპი 73:89
17:22, 22:15, 10:27, 24:25
მგზავრები: ნუცუბიძე (2ქ), ქავთარაძე (7ქ), ჯინჭარაძე (11ქ), ნკალი (6ქ, 5მ), პოუერსი (21ქ), სანაძე (13ქ, 7მ), ალხანაიძე (5ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (3ქ), ღურწკაია (3პ), აკობია (5ქ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (13ქ, 7მ, 7პ, 5ჩ), ჭოჭუა (21ქ, 6მ), როგავა (6ქ, 3პ), დარბაიძე (16ქ), ოგდენი (13ქ, 12მ), გუგეშაშვილი, პულუზაშვილი (4ქ), ბოქოლიშვილი, გეგი ბაქრაძე (2ქ), ბოლქვაძე (6ქ), ჰილი (8ქ, 3პ).
აქამდეც აგვიღნიშნავს, რომ "ოლიმპი" მიმდინარე სეზონს კარგად მომზადებული შეხვდა. გუნდი თანაბრადაა დაკომპლექტებული და შედეგიც არის. ოლიმპელებმა მესამე ტურში "მგზავრებს" აჯობეს.
თუ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიილია, მეორე ნახევრიდან "ოლიმპის" უპირატესობა აშკარა იყო. ლეონიდ ივატინის შეგირდები განსაკუთრებით დაცვაში თამაშობდნენ მწყობრად და "მგზავრების" შეცდომების შემდეგ სწრაფი შეტევებით აგროვებდნენ ქულებს. შედეგად, "ოლიმპმა" მესამე პერიოდი 27:10 მოიგო, ხოლო საბოლოოდ მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომები 35 ქულად აქცია.
გამარჯვებულებს მშვენივრად გაუძღვა გივი ბაქრაძე, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო: ოთხ კომპონენტში მიაღწია ხუთიან ნიშნულს: 13 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"