სუპერლიგა: "კაკტუსი" - "დინამო" 87:94

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი სამი მატჩიდან პირველი შეხვედრა დასრულდა. დაკარგული ქულებით გათამაშების ლიდერი “დინამო” ბოლო 3 მატჩის მომგებ “კაკტუსს” შეხვდა და 7 ქულის სხვაობით – 94:87 იმარჯვა.

შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში “კაკტუსმა” თამაში გამოაკეთა და ვითარება დაძაბა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ “დინამომ” თამაშის მსვლელობისას 2 მეფარე დაკარგა – გიორგი შარაბიძემ და ილია ლონდარიძემ 5-5 პერსონალური მიიღეს და მოედანი დატოვეს.

ბოლო პერიოდის წინ დინამოელები 16 ქულით იგებდნენ, მაგრამ ტერიკ ბრიჯმენისა და
დავით ლომიძის შედეგიანობით “კაკტუსმა” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. მატჩის ბოლო 2 წუთი საკმაოდ გაგრძელდა – გუნდები წუთშესვენებებს იღებდნენ – “დინამო” ლიდერობის შენარჩუნებას ცდილობდა, “კაკტუსი” კი – წამოწევას. საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, “დინამოს” მორიგ გამარჯვებას სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია.

გამარჯვებულებს 22 ქულით და 6 პასით მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა. 21 ქულით და 12 მოხსნით კაელ ტურპინი გამოირჩა, ლაველ ბოიდის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 24 ქულით საუკეთესო იყო ტერიკ ბრიჯმენი, დავით ლომიძემ თავის გუნდს 20 ქულა მიაშველა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი:
“რამდენიმე ტრავმირებული გვყავდა, თამაშის მსვლელობისას კი ორმა მეფარემ – – ლონდარიძემ და შარასბიძემ პერსონალურების ლიმიტის გამო სათადარიგოებში გადაინაცვლეს და მოგვიწია რამდენიმე მოთამაშისთვის პოზიციის შეცვლა. თუმცა ეს კალათბურთია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამ ეტაპზე მოვახერხეთ გამარჯვება და ახლა გვაქვს ერთკვირიანი მონაკვეთი და მოვემზადებით წლის ბოლო შეხვედრისთვის”.

არჩილ ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:

“ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რაც შეგვეძლო ვიბრძოლეთ, მაგრამ ძლიერმა გაიმარჯვა. ვულოცავ “დინამოს”. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და ვეცდებით, შემდეგში გამოვასწოროთ.”

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0