სუპერლიგა: "დინამომ" "ოლიმპს" ბოლო წუთზე 1 ქულით მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. თბილისის "დინამომ" 1 ქულის სხვაობით - 80:79 სძლია "ოლიმპს" და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაზარდა. "ოლიმპმა" კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 3-3 მოგებ-წაგებით ცხრილის შუაში განთავსდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ისე, რომ ვერც ერთი გუნდი სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდა. მხოლოდ პირველ პერიოდში შეძლეს დინამოელებმა 9 ქულით გალიდერება, თუმცა სწრაფი შეტევებით "ოლიმპმა" მალევე მოახერხა ჩამორჩენის შემცირება და პირველი პერიოდის შემდეგ 19:25 აგებდა.

მეორე მეოთხედიდან გააქტიურდნენ ოლიმპელი ფორვარდები. განსაკუთრებით ნიკა დარბაიძე გამოირეჩიდა,
რომელიც ფარქვეშ თამამად შედიოდა, სამქულიანიც ჩააგდო და როცა თანაგუნდელებმაც ხელი წააშველეს, "ოლიმპმა" დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა - 47:44. მესამე პერიოდიდან ქულა-ქულაში თამაში გაჩაღდა. გუნდები თანაბრად მივიდნენ ბოლო წუთამდე. "ოლიმპს" თანაბარ ანგარიშზე რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ მისმა მოთმაშეებმა შეტევა წარმატებით ვერ დააგვირგვინეს.

ბოლოსწინა შეტევაში დინამოელმა რეჯერ დოუელმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და "დინამო" 80:79 დააწინაურა. "ოლიმპს" თამაშეს გადასარჩენად 17 წამი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი სროლა გუნდის კაპიტან რევაზ როგავას აუცდა და დინამოელებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმეს. 22 ქულით "დინამოში" ბომბარდირი რეჯერ დოუელი გახდა. 20 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა, დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე კი 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ორმაგი დუბლით (10 ქულა, 13 მოხსნა) დაასრულა შეხვედრა ჯორდან სვოპშირმა. "ოლიმპში" 21 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი, რევაზ როგავამ 14 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა დარბაიძემ - 12.

alt"რუსთავმა" სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

alt"თსუ-ჰიუნდაიმ" სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება "ბათუმთან" მოიპოვა


მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვა გაასწორა დინამომ ტო
Rumba
13:39 21-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0