"ოლიმპმა" "მეგა" მეორედაც დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი “ოლიმპი” ნახევარფინალს მიუახლოვდა. სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასულმა დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დღეს მეორე მატჩიც მოუგო “მეგას” და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოლიმპელებს ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აკლიათ.

დღევანდელ მატჩში “მეგა” სოლიდური დანაკლისით თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადი გამთამაშებელი მოისაკლისა. ტაილერ კორბინმა წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას მოედნის მიღმიდან უყურა. ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, თანაც გამთამაშებლის გარეშე “მეგას”, ცხადია, გაუჭირდა, თუმცა რეალურად პრობლემები მეორე ნახევარში შეექმნა. მანამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, უფრო
ხშირად კი “მეგა” იგებდა. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა – 35:31.

მესამე პერიოდიდან “ოლიმპი” ამოქმედდა. უფრო დალაგებულად თამაშობდა დაცვაში და შეტევაშიც გზა გაეხსნა. მესამე პერიოდი ოლიმპელებმა 23:18 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა კიდევ უფრო გაზარდეს. ბოლო პერიოდში როგავას გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ “ოლიმპმა” 78:70 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

გამარჯვებულებს ედვარდ ეკიორიმ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო 14 – ილია ლონდარიძემ მიითვალა. “მეგაში” 26 ქულით ბომბარდირი გახდა დემონტე ფლანიგანი. 17-17 ქულა ოთარ ბულიავამ და ჯიმონ ჰენსონმა მიითვალეს.

სერიის მე-3 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 3 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. 

gbf

alt"კაკტუსს" სუპერლიგაში დასარჩენად 1 გამარჯვება სჭირდება

altსუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0