ა და დეკემბრის ოლიმპს შორის დიდი განსხვავებაა. დღევანდელ შეხვედრაში როგავას გუნდს ამინდის შემქმნელი 5 მოთამაშე
ბექა წივწივაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეს დაუბრუნდა, თუმცა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე და თან კონკურენტ ოლიმპსა და რუსთავზე 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ოლიმპმა კავკასიის საკალათბურთო ლიგაში ფინალური სერია დიდ ბრძოლაში წააგო და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ვინ დაიკავებს პირველ ადგილს, ბოლო ტურებში გადაწყდება. კავკასიას 1 მატჩი დარჩა, ოლიმპსა და რუსთავს კი 1. რუსთაველებმა დღეს დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 81:80 სძლიეს “ბათუმს” და ოლიმპს დაეწივნენ. მატჩის ბედი ბოლო წამებზე, ერთმა სროლამ გადაწყვიტა. აივერი დიგსმა ტორი კროფტის აცილებული სამიანი მოხსნა და კალათში ჩააბრუნა, რითაც რუსთავი 81:80 დააწინაურა. ბათუმელებს კი არ გაუმართლათ – ოთარ პერტაიას სამიანი კალათში არ ჩაეშვა და გამარჯვება რუსთავს დარჩა.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის 2 შეხვედრა (მარგვეთი-ვერა, კაკტუსი-ქუთაისი) ხვალ, 1 აპრილს, დიღმის არენაზე გაიმართება.
GBF