იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდი დაასახელა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 14 აგვისტოს პარაგვაისთან ამხანაგური შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

53 წლის სპეციალისტს ბოლო ორი ამხანაგური მატჩი, შეიძლება ითქვას, ჩაუვარდა, რადგან ეკვადორისა და აშშ-ის წინააღმდეგ "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ფეხბურთელები გამოაკლდნენ. მას ტრავმების გამო ახლაც აკლია რამდენიმე ლიდერი.

მაგალითად მარიო გიოტცე და ბასტიან შვაინშტაიგერი. რატომ ვერ მოხვდა გუნდში ტონი კროოსი, ვერაფერს გეტყვით.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რენე ადლერი (ჰამბურგი)

მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე ბაიერნი), მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი (ორივე დორტმუნდი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მარსელ იანსენი (ჰამბურგი),
პერ მერტეზაკერი (არსენალი)

ნახევარმცველები: სვენ ბენდერი, ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ყველა დორტმუნდი), სამი ხედირა, მესუთ იოზილი (ორივე რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (შალკე), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ანდრე შიურლე (ჩელსი)

თავდამსხმელები: მარიო გომესი (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზე (ლაციო)

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: "დორტმუნდი" "ბაიერნს" შეებრძოლება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული