53 წლის სპეციალისტს ბოლო ორი ამხანაგური მატჩი, შეიძლება ითქვას, ჩაუვარდა, რადგან ეკვადორისა და აშშ-ის წინააღმდეგ "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ფეხბურთელები გამოაკლდნენ. მას ტრავმების გამო ახლაც აკლია რამდენიმე ლიდერი.
მაგალითად მარიო გიოტცე და ბასტიან შვაინშტაიგერი. რატომ ვერ მოხვდა გუნდში ტონი კროოსი, ვერაფერს გეტყვით.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რენე ადლერი (ჰამბურგი)
მცველები: ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (ორივე ბაიერნი), მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი (ორივე დორტმუნდი), ბენედიკტ ჰიოვედესი (შალკე), მარსელ იანსენი (ჰამბურგი),
ნახევარმცველები: სვენ ბენდერი, ილკაი გიუნდოგანი, მარკო როისი (ყველა დორტმუნდი), სამი ხედირა, მესუთ იოზილი (ორივე რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), ლარს ბენდერი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (შალკე), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ანდრე შიურლე (ჩელსი)
თავდამსხმელები: მარიო გომესი (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზე (ლაციო)
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: "დორტმუნდი" "ბაიერნს" შეებრძოლება!