მოგეხსენებათ, წინა დღით უკრაინელი ხულიგნების შეტევის შედეგად 3 ინგლისელი ფანი დაიჭრა. თუმცა მეტი არეულობა აღარ ყოფილა.
თამაშის წინ ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ აუცილებლად ითამაშებს ფრენკ ლემპარდი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ჩელსის" კაპიტანი ეროვნული ნაკრების მაისურას მე-100-ედ მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს "ფიფას ასიანთა კლუბში" გერმანელი ფილიპ ლამი გაწევრიანდა.
ასევე იხილეთ:
"ფიფას ასიანთა კლუბი" და ლევან კობიაშვილი