მუნდიალი 2014. სტატისტიკა და საინტერესო ამბები: ლიონელ მესი აქაც ბომბარდირია

AutoSharing Option
ათეულის ამბავი
10 სექტემბრისთვის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 32 მონაწილიდან თითქმის მესამედი ცნობილია - 10. მასპინძელ ბრაზილიას ჯერ ამომავალი მზის ქვეყანა შეუერთდა (იაპონიამ მუნდიალის საგზური 4 ივნისს მოიპოვა), შემდეგ სხვა აზიური ნაკრებები (ავსტრალიაც აზიის შესარჩევში მონაწილეობს) - 18 ივნისს საგზურებს ავსტრალია, ირანი და სამხრეთი კორეა დაეუფლნენ.

შემდეგ დადგა პაუზა 10 სექტემბრამდე, როცა მუნდიალზე თამაშის უფლება კიდევ 5-მა გუნდმა მოიპოვა: ჰოლანდიამ, იტალიამ, აშშ-მ, კოსტა რიკამ და არგენტინამ.

* ამ 10-ეულიდან ბოლო მუნდიალზე მხოლოდ ირანსა და კოსტა რიკას არ უასპარეზიათ. ეს ორი
ქვეყანა 8-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება მთავარ საფეხბურთო ფორუმს.

* ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი მე-20-ეა ისტორიაში და ზუსტად მე-20-ედ ითამაშებს ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.

* ამ მაჩვენებლით 10-ეულის გუნდებში შემდეგ მოდიან: იტალია (18), არგენტინა (16), ჰოლანდია, აშშ (10-10), სამხრეთი კორეა (9).

* შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ: იაპონიას (მე-5 მონაწილეობა), ავსტრალიას, ირანს და კოსტა რიკას (4-4).

* ამ ქვეყნებში ტერიტორიით ყველაზე პატარა ჰოლანდიაა (41,5 ათ. კმ), შემდეგ მოდის კოსტა რიკა - ცენტრალური ამერიკის ქვეყანა საქართველოზე პატარაა (51 ათ. კმ) და ამ ქვეყანაში დაახლოებით იმდენივე მოსახლეობაა, რაც ჩვენთან (4,5 მლნ). მიუხედავად ამისა, კოსტა რიკის ნაკრებმა უკვე სამჯერ ითამაშა მუნდიალზე. 1990 წელს ეს გუნდი სულაც მერვედფინალში გავიდა, სადაც 1:4 დამარცხდა ჩეხოსლოვაკიასთან.

იცით თუ არა, რომ...
* მუნდიალის 31 საგზურისთვის ბრძოლა 202-მა ნაკრებმა დაიწყო (მათ შორის, საქართველომ).

* ყველაზე მეტი ნაკრები უეფას ზონაშია - 53, შემდეგ მოდის აფრიკა - 52, აზია - 43, კონკაკაფი - 35, ოკეანეთი - 11 და სამხრეთი ამერიკა - 9.

* საგზური უკვე მოიპოვა აზიის 4-მა ნაკრებმა, 2-2-მა კონკაკაფიდან, ევროპიდან და კონმებოლიდან (ბრაზილიის ჩათვლით).

* აზიის ზონაში ერთადერთი ნაკრებიღა დარჩა, რომელსაც კიდევ შერჩა მუნდიალის საგზურის მოპოვების შანსი - იორდანია. ამ გუნდმა ორრაუნდიან ბრძოლაში უზბეკეთი დაამარცხა (1:1, 1:1 და პენალტების სერიაში) და კონმებოლის მე-5-ეადგილოსანთან ბრძოლის უფლება მოიპოვა. ეს პლეი ოფი 13 და 20 ნოემბერს გაიმართება.

* აფრიკაში ჯერ ერთი საგზურიც არ გათამაშებულა, თუმცა იმ ნაკრებთა რაოდენობა, რომელთაც მიზნის მიღწევა შეუძლიათ, 10-მდეა ჩამოსული.

* 10-დან 5 საგზურს მოიპოვებს. 16 სექტემბერს აფრიკული პლეი ოფის წილისყრაა. მონაწილე გუნდები: ეთიოპია, კაბო ვერდე, კოტდივუარი, განა, ბურკინა ფასო, ნიგერია, ეგვიპტე, ალჟირი, კამერუნი და სენეგალი.

*კონკაკაფის ზონაში კიდევ 4 ნაკრებს შეუძლია 2 (ან 1) საგზურის მოპოვება: ჰონდურასს, პანამას და მექსიკას.

* ოკეანეთის ზონაში ყველას აჯობა ახალმა ზელანდიამ.

* ახლა ზელანდია 13 და 20 ნოემბერს, პლეი ოფში, კონკაკაფის მე-4-ეადგილოსანს შეხვდება.

* სამხრეთ ამერიკაში კიდევ 5 ნაკრებს შეუძლია მუნდიალის საგზურის მოპოვება.

* მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირია (ყველა ზონაში) ლიონელ მესი - 12 გოლი.

* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნათამაშებია 734 მატჩი და დარჩა გასამართი 86.

* სულ გავიდა 2 084 გოლი.

ევროპა
* ევროპაში დარჩენილი 11 საგზურისთვის ბრძოლა კიდევ 29 ნაკრებს შეუძლია (მათ შორის აღარ არის საქართველო).

* 22 ევროპული ნაკრები უკვე გამოეთიშა მუნდიალს.

* ევროპული გუნდები წილისყრამდე სიძლიერით 6 კალათში გაანაწილეს.

* მე-6 კალათში მყოფი ნაკრებებიდან მხოლოდ ისლანდიის ნაკრები ინარჩუნებს მუნდიალზე მოხვედრის შანსს.

* მე-5 კალათის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთი იბრძვის.

* საქართველო მე-4 კალათში იყო განთესილი. ამ კალათიდან 5 ნაკრებს კიდევ შერჩა შანსები.

* მუნდიალის საგზურთან ყველაზე ახლოს არიან ბელგია და გერმანია. ამ ნაკრებებმა უკვე გაინაღდეს სულ მცირე, პლეი ოფში თამაში.

* მე-2 ადგილი ჯგუფში გაინაღდეს, მაგრამ პლეი ოფი ჯერ ვერ: ხორვატიამ, ბოსნიამ, საბერძნეთმა, ესპანეთმა და საფრანგეთმა.

* ბრძოლას შემორჩენილი 29 ნაკრებიდან 11-ს მხოლოდ პლეი ოფში გაღწევის იმედი აქვს.

* ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გერმანიამ გაიტანა - 28, ანდორას ერთიც არ გაუტანია.

* ბელგიამ და ესპანეთმა ყველაზე ცოტა (2-2) გოლი გაუშვეს, 43 გოლი (!) გაუშვა სან მარინომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული