თამაშის წესები ასეთია: ქვეყნები ერთმანეთს ოთხ ეთნოკრიტერიუმში ეჯიბრებიან და ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას A ჯგუფიდან ბრაზილია და ხორვატია გავიდნენ.
იხილეთ: TimeLine: ეთნომუნდიალი - A ჯგუფი
B ჯგუფი
ესპანეთი
სახელისიტყვა "ესპანეთი" ფინიკიური წარმოშობისაა, "ი-შპანიმ" "კურდღლების სანაპიროს" ნიშნავს.
სამოსი
ტრადიცია
ქალაქ პამპლონაში 7-14 ივლისს ხარებს ქუჩებში უშვებენ და ხალხი მათგან თავის დაღწევით მოქნილობისა და მოხერხებულობის გამოვლენას ცდილობს.
ესპანელებმა ხარებთან ბრძოლის ტრადიცია
სახე
ელენა ხიმენესი
ჰოლანდია
სახელიჰოლანდიის ზოგი ადგილი ზღვის დონეზე დაბალია. ამ ქვეყანას ამიტომაც ჰქვია "ნიდერლანდი", რაც "დაბალ მიწას" ნიშნავს.
სამოსი
ტრადიცია
ცოდვად ითვლება ახლობლის დაბადების დღის დავიწყება. ამიტომ ჰოლანდიაში ბევრგან შეხვდებით საპირფარეშოს კარზე ჩამოკიდებულ კალენდარს დაბადების დღეების აღნიშვნით.
სახე
ჟაკლინ სტენბეკი
ჩილე
სახელიარავაკელი ინდიელების ენაზე "ჩილე" სიცივეს, ზამთარს ნიშნავს. დაგვეთანხმებით, მაღალმთიანი ჩილესთვის შესაფერისი სახელწოდებაა.
სამოსი
ტრადიცია
ჩილეში მისალმებისას ხელის ჩამორთმევით არ იფარგლებიან - აუცილებელია დიდი სიხარულის გამოხატვა, ხელების ქნევა და ლოყაზე კოცნა, მიუხედავად იმისა, იცნობ თუ არა პიროვნებას.
სახე
კამილა ანდრადე
ავსტრალია
სახელილათინურად "ტერა აუსტრალის" "სამხრეთის მიწაა". შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
სამოსი
ტრადიცია
ავსტრალიელ აბორიგენებს ახალგაზრდები განმარტოებულ, ბნელ ადგილას მიჰყავთ. ბელადი თეთრ ტალახს ისვამს და მათ შეშინებას ცდილობს. ვინც გამოცდას ვერ გაუძლებს, ქორწინების უფლება არ ენიჭება.
სახე
ერინ ჰოლანდი
შეფასება
სახელითუ საინტერესოობის მიხედვით ვიმსჯელებთ, პირველ ადგილზე ესპანეთი უნდა დავაყენოთ: ესპანეთი - 4 ქულა, ჩილე - 3, ჰოლანდია - 2, ავსტრალია - 1.
სამოსი
ჰოლანდია - 4, ესპანეთი - 3, ჩილე - 2, ავსტრალია - 1.
ტრადიცია
ამ კომპონენტში რომელიმეს გამორჩევა რთულია, მაგრამ მაინც: ჰოლანდია - 4, ავსტრალია - 3, ჩილე - 2, ესპანეთი - 1.
სახე
ესპანეთი - 4, ჰოლანდია - 3, ავსტრალია - 2, ჩილე - 1.
ჯამი
ჰოლანდია - 13 ქულა, ესპანეთი - 12, ჩილე - 8, ავსტრალია - 7.ასე და ამგვარად, ჯგუფში პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა და A ჯგუფის მეორეადგილოსან ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო B ჯგუფის მეორეს, ესპანეთს, მერვედფინალში ბრაზილია ელის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"