იქაური რაგბი მუდამ წამყვანი იყო ჩვენს ქვეყანაში. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც რუსთავური რაგბის აღზრდილები მუდამ მრავლად იყვნენ. ერთი სიტყვით, ის ერთ-ერთი მძლავრი სარაგბო კერა იყო და დღესაც ასეთად რჩება.
უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ხარებს" საკუთარი აღზრდილები, ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი (ორივე - "ჯიქი") დაუბრუნდნენ. თბილისის "არმაზიდან" გუნდს დაემატა შერკინების კვაჭი ირაკლი ჩომახაშვილი.
ამასთან, ძირითად გუნდში კლუბის აღზრდილი რამდენიმე რუსთაველი ახალგაზრდა მორაგბე ჩაირიცხა. "ხარების" უკანა
"ხარების" ამოცანა, სავარაუდოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
რუსთაველებმა უკვე გამართეს ორი საწვრთნელი მატჩი თბილისის "ლოკომოტივთან" და პატარძეულის "ვეფხვებთან" და ორივეში გაიმარჯვეს.
ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ხარები" შინ საქართველოს ჩემპიონს, გორის "ჯიქს" უმასპინძლებს.
"ხარების" განაცხადი
შერკინება: რევაზ წიკლაური, ირაკლი ჩომახაშვილი, უშანგი აღაშვილი, გიორგი გულორდავა, გიორგი ციცვიძე, ნიკა კევლიშვილი, გიორგი ხაბაშვილი, გიორგი გოგოლაძე, ნიკოლოზ ცუხიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ნიკოლოზ ბერძული, ლაშა გოგიაშვილი, გიორგი ქვლივიძე, ერეკლე მაჭარაშვილი, ზვიად ციცქიშვილი, თორნიკე აქუბარდია.
უკანა ხაზი: გიორგი კოშაძე, ვაჟა ხუციშვილი, კობა ბუჯიაშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, ნიკა ბეჟუაშვილი, გურამ ქანდაურიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ბექა ბებიაშვილი, ბაგრატ ღამბაშიძე, დავით თაბუკაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, გიორგი ნარიმანიძე, უშანგი მჭედლიშვილი, თორნიკე თეგეთაშვილი, გივი გვარამაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"