დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი დღეს მე-7 ტურის შეხვედრებით განახლდება.

ორკვირიანი შესვენება "ბათუმის" ევროთასებზე ასპარეზობით იყო გამოწვეული. საინტერესოა, როგორ გამოიყენეს დანარჩენმა გუნდებმა ეს პერიოდი.

მეშვიდე ტურში ქუთაისური დერბი გაიმართება. ლიდერი "აია", რომელსაც ჯერ ერთხელაც არ წაუგია, აუტსაიდერ "ბაგრატს" შეხვდება.

ბევრად უფრო საინტერესო მესამე ადგილზე მყოფი "ბათუმის" დაპირისპირება იქნება სტუმრად თბილისის "ლელოსთან", რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ზღვისპირელთა მგეზავ ლაშა ხმალაძეს და მეორეხაზელ სანდრო ქოიავას თავიანთ კარიერაში პირველად მოუწევთ მშობლიური კლუბის წინააღმდეგ თამაში.

რუსთავის "ხარებმა" სტარტზე ოთხი გამარჯვების შემდეგ ორჯერ წააგო და პოზიციები
ოდნავ დათმო. რუსთაველები მე-7 ტურში სტუმრად ითამაშებენ "არმიასთან", რომელსაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს და აუცილებლად მოგება სჭირდება.

ქვეყნის ჩემპიონი გორის "ჯიქი", რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში, სტუმრად ითამაშებს ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "აკადემიასთან", რომელსაც ჯერ ერთხელაც არ მოუგია. თუმცა ეს გუნდი იმდენად ბრძოლისუნარიანია, რომ ექვსიდან ხუთ მატჩში საპრემიო ქულა მაინც მოიპოვა.

თბილისის "ლოკომოტივი" და მარნეულის "არმაზი" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, თუმცა "რკინიგზელებს" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

VII ტური
27 ოქტომბერი
აკადემია-ჯიქი 16:00

28 ოქტომბერი
არმია-ხარები 16:00
აია-ბაგრატი 18:15

29 ოქტომბერი
ლოკომოტივი-არმაზი 16:00
ლელო-ბათუმი 18:15

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წაადგა არა
წაადგება - ჯერ არ "მომხდარა" ტური
giorgi
15:26 27-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული