თბილისის "ლელო-სარასენსმა" პირველი წრის დასკვნით ტურში მარნეულის "არმაზი" მიიღო და მეტოქე მშრალზე, თანაც ბონუს-ქულით დაამარცხა - 24:0
თბილისის "ლელო-სარასენსმა" პირველი წრის დასკვნით ტურში მარნეულის "არმაზი" მიიღო და მეტოქე მშრალზე, თანაც ბონუს-ქულით დაამარცხა - 24:0.

ეს იყო "არმაზელთა" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, გიორგი სოსელიას გაცილების მატჩი, თუმცა მასპინძლებზე ამან არ იმოქმედა და დაგეგმილი გამარჯვების მოპოვებით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო, თუმცა ახალგაზრდა ლელოელებმა მეტოქისთვის სამი ლელოს გატანა მაინც მოახერხეს.

შეხვედრა "არმაზის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში "ლელო-სარასენსმა" გახსნა. რატი შანიძის მიერ საკუთარი ნახევრიდან დაწყებული იერიში დემე თაფლაძემ გააგრძელა, დაუცველ ფლანგზე გაიქცა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო თენგიზ პერანიძემ გარდასახვა გაიტანა. მე-18 წუთზე მეორე ლელო გავიდა, ამჯერად მარცხენა ფლანგზე ალექსანდრე ხეცოიძე გაიქცა და ის მხოლოდ 5-მეტრიან წყვეტილთან შეაჩერეს, რაქიდან პერანიძემ თავად შეუტია და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 14:0.

ამის შემდეგ თამაშის ხარისხმა და სანახაობრივმა მხარემ კიდევ უფრო იკლო. მეორე ტაიმში მოთამაშეები ორჯერ წაკინკლავდნენ და რეფერიმ ამის გამო თითო გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე ყვითელი ბარათი კიდევ ორმა მოთამაშემ იხილა. ამავე ტაიმში ორივე გუნდის დამრტყმელებს გასატანი პოზიციიდან ჯარიმები გაუცუდდათ. პერანიძემ ერთი ჯარიმა მაინც გაიტანა, ხოლო შეხვედრის მიწურულს რაქიდან თორნიკე ახობაძემ შეუტია და პრემიალური ლელო გაიტანა, ოთარ ბარკალაიამ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 24:0.

rugby.ge

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა