დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსი’ ‘ლოკომოტივთან’ ბოლოს წინა წუთზე დაწინაურდა, მაგრამ რკინიგზელებმა საპასუხო შეტევისას ჯარიმა გამოიმუშავეს, ბექა წიკლაურმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 21:20 მოაგებინა.
დიდი 10-ის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა დიდ დიღომში, ‘ლელო არენაზე’ გაიმართა. მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა 22-ის ხაზიდან გასატანი ჯარიმა ააცილა. მე-6 წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ დერეფნიდან მოლი დააყენა, 6-7 მეტრი დაფარა და გიორგი ჭყოიძის ლელო კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და შემდეგ მოლს ფარნავაზ გასვიანის სინბინი მოყვა. ‘ლელო-სარასენსმა’ რიცხობრივი მეტობა ქულებში მე-18 წუთზე
ასახა, როდესაც შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა და კვირიკაშვილმა ანგარიში 10:0 გახადა.
ტაიმის შუაში ‘ლოკომოტივმა’ მოახერხა მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მარჯვენა ფრთაზე ჯარიმა გამოიმუშავა, წიკლაურმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე, ლელოში ჩაკიდა და მასთან პირველი ლევან გოგოლაშვილი გაჩნდა. ზედ შესვენების წინ სტუმრებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს, მას თორნიკე ტურაშვილი ორ თანაგუნდელთან ერთად მოწყდა და ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ‘ლოკომოტივი’ დააწინაურა - 12:10.
მეორე ტაიმი კვირიკაშვილის ჯარიმით დაიწყო და ‘ლელო-სარასენსმა’ ლიდერობა დაიბრუნა. მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, მეტოქის ნახევარზე 10 წუთი გაატარა და წიკლაურმა ახლოდან არეკნი გაიტანა. 62-ე წუთზე ბექამ ჯარიმაც გაიტანა, კვირიკაშვილმა 67-ე წუთზე გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა და მასპინძლებს მოსაგებად მხოლოდ გარდასახული ლელო ჭირდებოდათ.
დასკვნით 10 წუთში რეფერიმ ყვითელი ბარათი 5-ჯერ ამოიღო ჯიბიდან და 4-ჯერ სტუმართა გუნდის მორაგბეები გაასინბინა, ლევან გოგოლაშვილი, ვახტანგ კავთიძე, გიორგი ბეგაძე და ზვიად მაისურაძე. მასპინძელთაგან ყვითელი რევაზ დუგლაძემ მიიღო. ‘ლელო-სარასენსმა’ 3-კაციანი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, რევაზ ჯინჯიხაძემ ხაზი გაჭრა, რაქიდან ბურთი ირაკლი ყიასაშვილმა მიიღო და ალამთან დაამიწა. ყიასაშვილმა გარდასახვაც თავად შეასრულა და დიდ დიღმელები ზეიმისთვის მოემზადნენ, მაგრამ თამაში რომ განახლდა ‘ლელო-სარასენსი’ დაჯარიმდა, წიკლაურმა გაიტანა და წინა ტურში ‘ხარებთან’ მარცხის შემდეგ, ‘ლოკომოტივმა’ ხასიათი გამოიკეთა - 21:20.

rugby.ge