2023 წლის პირველ მატჩში, ბოლნისის "ყოჩებმა" თბილისის "ლოკომოტივს" 31:5 სძლია და დაგეგმილი ბონუსიც აიღო.

მე-12 ტური „რაგბი პლატოზე“ გაიხსნა. ზამთრის შესვენება თამაშის ხარისხზეც აისახა. ორივე გუნდი უშვებდა უნებლიე შეცდომებს, რითაც მასპინძლებმა უკეთ ისარგებლეს და სათამაშო უპრატესობა ანგარიშში ასახეს.

პირველ 20 წუთში "ყოჩები" ბურთს აკონტროლებდა და დროის უმეტესი ნაწილი "ლოკომოტივის" 22-ში გაატარა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც თენგიზ პერანიძეს ფეხით თამაშის შემდეგ, მეტოქის ხელიდან ბურთი ნიკოლოზ რეხვიაშვილს მიუვიდა, ისიც ფრთაზე გაიჭრა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. ტაიმის მიწურულს ცენტრალურ ზონაში დანიშნული შერკინებიდან გიორგი კურტანიძემ გაიტანა ბურთი, სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და დაახლოებით 55-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, სანდრო ფურცხვანიძემ კი გარდასახა – 12:0.

შეხვედრის განახლებიდან 3 წუთში ხაზი უკვე შეცვლაზე შესულმა კოტე მარჯანიშვილმა გაჭრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რის შემდეგაც რკინიგზელები გააქტიურდნენ, მეტოქის 22-ში შევიდნენ და ამას გიორგი კურტანიძის სინბინი მოჰყვა. "ლოკომოტივმა" 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა, რომელშიც ზორბა შუამარბი, დებიუტანტი ეპელი რატამბაკაკა ჩაერთო და დიდ 10-ში პირველი ლელო გაიტანა.

გარკვეული დროით სტუმრებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მასპინძლებმა იმძლავრეს. 67-ე წუთზე კურტანიძემ გაჭრა ხაზი და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან ამირან მიქაძემ შეუტია და საკუთარ გუნდს ბონუს-ქულა დაუბრუნა. 5 წუთში კვლავ რეხვიაშვილის ჯერი დადგა, რომელსაც შეცდომების სერიის შემდეგ მიუვიდა ბურთი, არც ამჯერად დაიბნა და მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, ფურცხვანიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:5.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა.

rugby.ge

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
თბილისის "დინამომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია