"ბორჯღალოსნებს" ნოემბრის ტესტებში მეტოქეები შეუცვალეს?

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტები დაასრულა. წინ ნოემბრის ტესტებია, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ სხვა მეტოქეებთან მოგვიწევს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

18 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" უელსს ეწვევიან და "პრინსიპალიტის" სტადიონზე დაუპირისპირდებიან. ამ ტესტს არაფერი ემუქრება.

დანარჩენ ორ შეხვედრაში ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ტონგა და ფიჯი იყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია რაგბის კავშირის საიტიდან ამოღებულია.

სამაგიეროდ, თუ "ვიკიპედიას" დავუჯერებთ, 11 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის ნაკრები ეწვევა, ხოლო 25 ნოემბერს - კანადა. უკვე მითითებულია სტადიონიც - ვაკის არენა.

ფიჯი მე-10 ადგილზეა რეიტინგში,
ხოლო ტონგა - მე-13-ზე. აშშ მე-17-ეა, ხოლო კანადა - 23-ე. რა თქმა უნდა, ოკეანელთა სტუმრობა უფრო ოპტიმალური იქნებოდა "ბორჯღალოსნების" და გულშემატკივრებისთვისაც.
მკითხველის კომენტარები / 21 /
არა მგონია ბობოლებს ჩვენი ეშინოდეთ, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. იაპონიას და კუნძულელებს სტუმრობენ კიდეც, ჩვენ კი? აქამდე არცერთი არ ჩამოსულა ეს კი უკვე რაღაც შეთქმულებას უფრო გავს. რუმინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკელებს უკეთესი ტესტები აქვთ, ვიდრე ჩვენ...დარწმუნებული ვარ რამოდენიმე წელიწადში სანანებელი გაუხდებათ მსგავსი დამოკიდებულება.
murtalo
26 ივნისი 2017 22:52
0
ძალიან ცუდი თუ ეს სიმართლეა!!!იაპონიაში ფიჯი ყველა ვარიამტში ჩვენს ჯგუფშია და მეორე ან აშშ ან კანადა იქნება, ასე რომ მომავალი მეტოქეობის მიზეზით არ შეცვლიდნენ. ვეთანხმები, რომ განსაკუთრებით რეიტინგის ზრდის კუთხით მართლაც არაფრის მომცემი თამაშები დაგვიგეგმეს შემოდგომაზე. თხივნა მაქვს თუ ვინმემ იცით დაწერეთ თუ შეიძლება რეალურად რა მიზეზით მოხდა ეს ცვლილება. შარშანდელი ნოემბრის ტესტწბი გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დაგეგმილი.
პაატა
26 ივნისი 2017 22:32
0
დაუმსახურებელი გადაწყვეტილება იქნება თუ გამართლდა, როგორ შეიძლება ისეთი გუნდების დანიშვნა თბილისურ მეტოქეებად რომლებსაც გასვლაზე ვუგებთ, მერე რა რომ ადრე მოგვიგეს, ხომ აშკარაა რომ ამ გუნდებზე წინ ვართ, ნეტა არ გვაქვს უარის თქმის უფლება, არ გვინდა ამ ბაძუნგალა კანადასთან თამაშითქო რომ ვთქვათ, ბიჭებსაც დარწმუნებული ვარ მოტივაცია ნაკლები ექნებათ ამ თამაშზე და მიდგომითაც თუ უგულოდ მიუდგნენ და შემთხვევით წააგეს ან მწვრთნელმა გადაწყვიტოს ახალგაზრდების გამოცდა და ვერ მოვუგოთ ახალგაზრდებით, რეიტინგში უზარმაზარ უკუნახტომს გავაკეთებთ, ამდენი წლის ნალოლიავებ და ნაგროვებ ქულებს ვაყენებთ უსაფუძვლო საფრთხის წინაშე, ასეთმა გუნდებმა ჯერ თავის ქვეყანაში უნდა მოგვიგონ რომ ჩვენს მოედანზე დაიმსახურონ თამაში
ზურა
26 ივნისი 2017 22:23
0
ერთი 6- ერის გუნდი გამოუშვან აქ სათამაშოდ. ეს კი თუ მართალია.. ცუდია.
kaxa
26 ივნისი 2017 21:41
0
მგონი ოკეანელები აგვარიდეს როგორზც
სავარაუდო მეტოკეები
მერაბი
26 ივნისი 2017 20:27
0
არაფერიც არ გადაიღუნება :(. თუ მოვიგეთ, მხოლოდ აშშ-სთან დაგვეწერება ცოტა ქულები, თუ შემთხვევით ვერ მოვიგეთ - სერიოზულად დაგვაკლდება. ტონგა და ფიჯი ყველაფრით ჯობდა
მერაბი
26 ივნისი 2017 20:00
0
ოკეანელები უფრო საინტერესო იქნებოდა ერთისმხრივ, მეორესმხრივ, იქნებ საბოლოოდ დაიღუნოს აქ ორივე უხერხული მეტოქე :)
Android
26 ივნისი 2017 19:39
0
zura22 ჩამოვრჩებით რეიტინგში, ეგრე იტალიაც ჩამოგვრჩება მარა 10დან 9ჯერ მოგვიგებენ კლასის ხარჯზე. ასერომ, მეგობარო ჩემო, თუ უყურებ ჩვენი ნაკრების თამაშებს უდნა ხედავდე რო ძალიანაც არ გვიჭირს არც იაპონიასთან და არც ფიჯისთან. მოვუგებთ მარტივად, თუ კარგად ვითამაშებთ.
საბა
27 ივნისი 2017 13:42
1
თუ კი რამე საშუალება და ძალისხმევა შეიძლება ჩვენი ფედერაციიდან, უნდა გაკეთდეს, რომ როგორმე პირვანდელი ტესტები შევინარჩუნოთ.
guri
27 ივნისი 2017 12:12
1
ამერიკას და კანადას არ უნდათ განვითარება? თუ ისე მოვიქცეთ როგორც 6 ერის გუნდები და არ ვეთამაშოთ ჩვენზე სუსტებს?
vato
27 ივნისი 2017 10:50
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული