ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სან დიეგოში კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 52:16 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ონტარიოში ფრედ, 28:28 დასრულდა. შესაბამისად, აშშ-ის ნაკრები ადგილს C ჯგუფში დაიკავებს, სადაც ინგლისის, საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებთან მოუწევს ასპარეზობა.
კანადის ეროვნული გუნდი კი შემოდგომაზე ასევე ორ მატჩს გამართავს ურუგვაის ნაკრებთან. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული D ჯგუფში მოკალათდება, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრალიისა და
შესარჩევი ტურნირი განახლდა ზღვისპირეთში. აქ ტონგას ნაკრებმა სამოას ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 30:26 დაამარცხა. ეს ტონგელების პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე გათამაშებაში.
ახლა, მომავალ უქმეებზე, ეს გუნდი კიდევ ერთ მატჩს გამართავს შინ ლიდერ ფიჯისთან, რომელსაც ორ მატჩში ორი გამარჯვება აქვს.
თუ ფიჯელებმა ტონგას დამარცხება შეძლეს, ბოლო ტურის მატჩის მიუხედავად, პირველ ადგილს დაიკავებენ და ჩვენს ჯგუფში მოხვდებიან. წაგების შემთხვევაში კი, ყველაფერი ბოლო მატჩში გადაწყდება, სადაც ფიჯი სამოას სტუმრობს.
შესარჩევი
აშშ-კანადა 52:16
ტონგა-სამოა 30:26
სატურნირო მდგომარეობა
1. ფიჯი - 8 ქულა, 2. სამოა - 5, 3. ტონგა - 5
8 ივლისი
ტონგა-ფიჯი
15 ივლისი
სამოა-ფიჯი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"