6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელი სტივ ბრაუნი ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილე ქვეყნების რაგბის კავშირებს მოუწოდებს, უფრო პროგრესულად შეხედონ ამ ტურნირის გაფართოების თემას.

dailumail.co.uk-მა პუბლიკაციას შემდეგი ქვესათაურები დაურთო:

* სტივ ბრაუნს სურს, ევროპელმა ბოსებმა განიხილონ ექვსი ერის გაფართოების საკითხი.
* საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც შეიძლება ტურნირს მეშვიდე ერად დაემატოს.
* საქართველო მსოფლიოს რეიტინგში იტალიაზე წინაა და თბილისში თამაშზე 60 ათას ქომაგს უყრის თავს.
* საქართველოს შეუძლია ოფიციალური განცხადებით მოგვმართოს მას შემდეგ, რაც მომავალ წელს იტალიასთან ტესტმატჩს გამართავს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ
უფრო გახსნილები. მსოფლიო იცვლება, იცვლებიან ქომაგები, მათი ინტერესები და ეს ყველაფერი სულ უფრო რთული ხდება", - თქვა სტივ ბრაუნმა.

ინგლისის რაგბის კავშირის შეფი საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა. თუ ის, ანუ ინგლისი საქართველოს ექვს ერში ჩართვას მხარს დაუჭერს, ვფიქრობთ, ექვსი ერის სხვა წევრები ვერ შეეწინააღმდეგებიან. იტალია კი, სავარაუდოდ, გაფართოების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იქნება, ოღონდ კი ექვსი ერის დატოვება არ მოუწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
გორგოძემ თქვა რომ ჯობია ჯერ ოკეანელებს ვეთამაშოთო, და რატომ არ უჯერებთ, მერე მაგათაც ისე რომ მოვუგებთ როგორც ერთა თასის გუნდებს ვუგებთო მაშინ მოვითხოვოთ 6 ერიო. ეს არის სწორი გზა ნამდვილად, დაიჯერეთ რა.
3
თქვე კაი ხალხო, ეს "ექვსი ერი" ინგლისის შექმნილი და ლამის მათი საკუთრებაა. თუ ეგენი თანახმა არიან, სხვას ვიღას ეკითხებიან.
გიგა
13:06 05-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული