მილტონ ჰეიგი: ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უელსთან ძალიან კარგად ვითამაშოთ [VIDEO]

AutoSharing Option
ხვალ კარდიფში, საქართველოს დროით 18:30 საათზე უელსთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, მილთონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ჰეიგის მისამართით დასმული პირველი კითხვა უელსელთა გადახალისებულ შემადგენლობას ეხებოდა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტი არ ფიქრობს, რომ ამით უელსელთა თამაშს სიმწვავე დააკლდება:

„მსგავს ცვლილებებს ველოდით, რადგან უელსმა გასულ კვირაში ოთხმატჩიანი ტესტ-სერია დაიწყო და ასეთ დროს ყველა თამაშის ერთი შემადგენლობით ჩატარება ძალიან რთულია. ეს ცვლილებები ჩვენთვის არაფერს ცვლის. ჩვენს წინააღმდეგ ის მორაგბეები წარსდგებიან, რომლებიც უელსის სანაკრებო სისტემაში „იხარშებიან“ და მაღალი ხარისხის თამაშით გამოირჩევიან.
ეს ცვლილება ორპირიან ხმალს წააგავს - შესაძლოა ამ ბიჭებს ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ, თუმცა მეორეს მხრივ იღებ ღონეს, მოტივაციას და ენთუზიაზმს. ხვალინდელი შეხვედრა ყველა მათგანისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ეცდებიან მწვრთნელებს დაანახონ, რომ ამ კვართის ტარების ღირსნი არიან“

ჟურნალისტები ბორჯღალოსნების ვარჯიშის სიტემითაც დაინტერესდნენ, რომლის დროსაც ბურთს დიდი ყურადღება ეთმობოდა:

„ბოლო ექვსი წელიწადია ბურთით ვარჯიშს დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენი ფილოსოფიაა, რომ როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა ბურთი გავშალოთ და ამას ვაკეთებთ კიდეც. არა აქვს მნიშვნელობა ვინაა მოწინააღმდეგე, თუ სწრაფად ასუფთავებ რაქებს და სისწრაფეში ქმნი შესაძლებლობებს, გაქვს უნარი, რომ წნეხის ქვეშ მიიღო და გასცე პასები, მაშინ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნი პრობლემებს და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა“ - ამბობს ჰეიგი და ძლიერ მეტოქეებთან ხშირად თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„უელსის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზეც შევხდებით და ახლა ერთმანეთს ძალებს მოვუსინჯავთ. ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას და უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. კვირის დასაწყისში გუნდში ვისაუბრეთ, რომ შარშან ეს შოტლანდიასთან არ გამოგვივიდა, თუმცა ერთი წლის თავზე ჩვენი თავდაჯერებულობა გაიზარდა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ახლა მეტის გაკეთებას უნდა ვეცადოთ“

პრესკონფერენციას ექვსი ერის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია:

„მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით შეძლებ დაინახო რამდენად განვითარდი. ტიერ ერთის ქვეყნებთან კარგი თამაში, იქნება მკაფიო მესიჯი, რომ უფრო მეტ ასეთ შეხვედრას ვიმსახურებთ. ასევე ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს საუბრები ექვსი ერის კარის გახსნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ძალიან კარგად ვითამაშოთ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თამაშის გაკონტროლება შეგვიძლია და თუ კარგად თამაშს და პროგრესს განვაგრძობთ, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროც დადგება“.

„გულშემატკივარს ჩვენი სჯერა“

მერაბ შარიქაძემ კვირის დასაწყისში ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ უელსთან ჯახს გუნდიც კარგ ფორმაში ხვდება:

„ექიმებმა კარგად მიმკურნალეს და ახლა ყველაფერი რიგზეა. გუნდიც ბრწყინვალე ფორმაშია და იმედია ხვალ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. 2015 წლის მსოფლიო თასზე ამ სტადიონმა ძალიან კარგი მოგონებები დაგვიტოვა და იმედია ეს გამოცდილება ხვალინდელ მატჩშიც დაგვეხმარება“.

კაპიტანი ფიქრობს, მეტოქის უპირატესობა სწრაფი თამაში იქნება, კანადასთან 54:22 მოგების შემდეგ კი, ქართველი გულშემატკივარი ძლიერ მეტოქესთან კარგი თამაშის მოლოდინშია:

„უელსის მთავარი სიძლიერე სწრაფი თამაშია. ისინი ნახავდნენ ჩვენი და კანადის შეხვედრას, ეცდებიან ბურთი სწრაფად გაათამაშონ და უპირატესობა ამის ხარჯზე მოიპოვონ. ქართველი ქომაგი რაგბში ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული და ზუსტად იციან რა სიძლიერის გუნდთან მოგვიწევს შეხვედრა, თუმცა კანადასთან კარგი თამაშისა და გამარჯვების შემდეგ, მათ ბევრად მეტი უნდათ. მათ ჩვენი სჯერათ და გამარჯვების მოლოდინში არიან“.

შარიქაძეს პრესკონფერენციაზე ჰართპურიშინ გატარებულ წლებზე და უელსისა და გლოსთერის ფლანკერ როს მორიარტიზეც კითხეს:

„ეს ჩემთვის დიდი გამოცდილების ორი საოცარი წელიწადი იყო. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც კარიერაში გამომადგა და ამისათვის ჰართპური კოლეჯის მადლობელი ვარ. მორიარტი ჩემი მეგობარია, ჩვენ ჰართლპურიში ერთად ვსწავლობდით და ვთამაშობდით. სამწუხაროდ, ახლა ის ტრავმირებულია და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.



მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინმემ დადეთ რა სად უყურო ლაივს
boria
18 ნოემბერი 2017 18:57
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოდ!
ალეკო
18 ნოემბერი 2017 18:17
0
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა... უუუხ, მიაწექით ლომებო
777
18 ნოემბერი 2017 17:29
0
როდესაც თქვენ გხედავთ, გული სიამაყით მევება, რომ ქართველი ვარ.
ღირსეულად უნდა ვითამაშოთ, რისი იმედიც ქართველების 90%-ს აქვს...
გიორგი
18 ნოემბერი 2017 15:54
0
შესანიშნავი და ღირსეული კაპიტანი ჰყავს ბორჯღალოსნებს, ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალი, მელიტონას არც აქ უღალატა ინტუიციამ. მერაბ შარიქაძე არის მაგალითი ყველა სპორტსმენისათვის, განსაკუთრებით ფეხბურთელებისათვის. დიდებული მორაგბეა.
badri
18 ნოემბერი 2017 15:09
0
რო იცოდეთ მანდ ქინქლაძემ რამდენიმე წლის წინ ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა უელსელებს. ეხლა დროა რაგბიშიც ვასწავლოთ რამე ახალი:D
aleko
18 ნოემბერი 2017 14:18
0
მგონია რომ ფიზიკურად ყველასთან თამაში შეგვიძლია. გავიხსენოთ ახალ ზელანდიასთან თამაში 2015ში. მიდით ბიჭებო ყველაფერი კარგად იქნება!
gio
18 ნოემბერი 2017 13:52
0
Mjera da mwams rom dgevandeli dge ragbis istoriashi sheva dges chveni qveynis vajkacebi amistvs dual gones ar daushureben as qveyanas asaxekeben
Giga
18 ნოემბერი 2017 13:00
0
დღევანდელ დღეს 53 წლის წინათ ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია შექმნეს, გახდნენ რა საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. დღეს რეგბისტებს აქვთ შანსი თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანონ ჩვენი რაგბი.
გულშემატკივარ
18 ნოემბერი 2017 11:48
0
თქვენ ვაჟკაცები ხართ!წინ კი სახელია!
დავუმტკიცოთ უელსელებს რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაცა.
სოსო
18 ნოემბერი 2017 10:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული