25 ნოემბერს, თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა.
კარდიფში უელსთან ჩინებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ეს ბარჯღალოსნებისთვის წლის ბოლო თამაში იყო და დიდი მნიშვნელობა ქონდა მის გამარჯვებით დასრულებას.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოვლენები მოედანზე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა. სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, ჯო ტაუმ ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენი გუნდი დაეუფლა და მსაჯმა სრულიად სამართლიანად ტექნიკური ლელო ჩაგვითვალა - 7:5.
მე-20 წუთზე ამერიკელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ვერ გამოიყენეს. შემდეგ არბიტრმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა, რასაც შერკინება და სტუმართა მეორე ლელო მოყვა, გარდასახვის რეალიზებაც მოახდინეს და კვლავ დაწინაურდნენ. თუმცა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ლელოს დადება. თავი ლევან ჩილაჩავამ გამოიჩინა, გარდასახვა კი სოსო მათიაშვილმა გამოიყენა (14:2).
32-ე წუთზე რეფერიმ ჩილაჩავას ყვითელი ბარათი უჩვენა და საქართველოს ნაკრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, მეტოქის სახიფათო იერიშიც მოიგერიეს და ლელოც გაიტანეს (ჯაბა ბრეგვაძე), მათიაშვილმა გარდასახვის რეალიზებაც მოახდინა და ტაიმი 21:12 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ამერიკელებმა ჯარიმით ანგარიში 6 ქულამდე შეამცირეს, მათიაშვილმა ცენრიდან დარტყმული საჯარიმო ვერ გამოიყენა, 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ, 76-ე წუთზე ლელო დაგვიდეს, საბედნიეროდ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, 21:20 და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. თუმცა, ბორჯღალოსნებმა გაუძლეს და ძლიერი მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
19:55 25-11-2017
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდი 21:20 დაამარცხა[VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
სისწრაფე არ გვყოფნის, სისწრაფე, ათასჯერ და კიდევ მეტჯერ სისწრაფე!შერკინებას თუ მაინდამაინც არ ვთხოვთ სისწრაფეს, უკანა ხაზში მოწინავე ქვეყნების დარი არც სისწრაფე გვაქ და არც ჯანი(!). იშვიათი გამონაკლისების გარდა (მათიაშვილის ლელო) თითქმის ყველა გვჯობნის სპრინტში.
მოგება კარგია, მარა თვალები უნდა გავახილოთ და მივხვდეთ, რომ უბრალოდ გადავრჩით.
შეუჩნდნენ მილტონს,არიქა ,,ახალგაზრდები ათამაშეთო,, და ნათლად შევხედეთ,რომ მართლა ძალიან,ძ ა ლ ი ა ნ სუსტები არიან ფიზილურად ასეთ მეტოქეებთან თამაშებისათვის.
მე პირადად უკანა ხაზში ვათამაშებდი : მალაღურაძე (ხმალაძე როცა
ტრამვირებულია) ,თოდუა,შარიქაძე,კაჭარავა,ან მჯედლიძე-ფრუიძე,კვირიკაშვილი და მინიმუმ 10 ქულთ მოვიგებდთ!
ა ც ა ლ ე თ მილტონ ჰეიგს და დააყენებს მართლა ძლიერ ნაკრებს.
შეეშვით, ისინიც ხალხია და იტამაშეს მოგებაზე -რა გადაირეიეთ ხალხო - მოიგეს, ხომ არ წაუგიათ - ითამაშეს იმდენზე, რამდენიც მოგებას გვაძლევდა.
და საერთოთ იქნებ დაფიქრდეთ, რომ არც უნდა მოგვეგო დიდი ანგარიშით... გასაგები მიზეზების გამო (უფროსი მეგობრისთვის). ჩემი აზრით, აი ამას გავდა თამაში და მეტს არაფერს. თორემ ჩვენები, როგორც ყოველთვის მეორე ტაიმში უმატებენ და არ მოუმატეს.
აი ეს არის თ ა ნ ა დ გ ო მ ა.
ყოჩაღ, ყველანი მაგარი კაცები ხართ.