ბრაიან ო’დრისკოლი: საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა და ექვსი ერის ცვლილება გარდაუვალია

AutoSharing Option
მსოფლიო და ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლი ექვს ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატს შორის ფლეი ოფის დანერგვის მომხრეა. ბორჯღალოსნების მიერ 18 ნოემბერს მილენიუმზე უელსთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ის დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ნოემბერში ბორჯღალოსნებმა თბილისში კანადას 54:22 და აშშ-ს 21:20 მოუგეს, ხოლო კარდიფში მასპინძლები ბოლო წამამდე ანერვიულეს და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში ჩამორჩნენ - 6:13.

38 წლის ოდრისკოლი, რომელსაც ირლანდიის ნაკრების კვართით 133 მატჩი ჩაუტარებია (245 ქულა) და ორჯერ ექვსი ერი მოუგია (2009 და 2014 წლებში), 7-კაცა
რაგბის მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე დუბაიში იმყოფება, სადაც მას ექვსი ერის მომავალზე კითხვა არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ Gulfnews-მა დაუსვა:

„საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა და ვფიქრობ, ექვსი ერის ფორმატის ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. ექვს ერში თამაში გარანტირებული არავისთვის უნდა იყოს. ცხოვრებასა თუ ბიზნესში, დროთა განმავლობაში ცვლილებები აუცილებელია, სხვაგვარად ვერ განვითარდები და ასეა სპორტშიც. როდესაც არის გაუმჯობესების შანსი, მას ხელგაშლილი უნდა შეხვდე.

„საქართველოს განვითარებისთვის ერთადერთი გზა აქვს - ძლიერ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა. მათი სიტუაცია არგენტინისას გავს, რომლებმაც ოთხ ერში თამაშის საშუალება მიიღეს და უდიდესი პროგრესი განიცადეს. საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება, ისინი სწრაფად გაივლიან ადაპტაციას. როდესაც რეიტინგში შენს ქვემოთ მყოფ გუნდებს ეთამაშები, თავდაჯერებულობა გემატება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ იზრდები, რაც ეჩვევი უძლიერეს გუნდებთან თამაშს და მათ დამარცხებას სწავლობ.

„მთავარია ზუსტად იცოდე რა გინდა. ინგლისის გარდა, ყველა სხვა გუნდი შეიძლება აღმოჩნდეს ექვსი ერის ფსკერზე. მე ასვლა-ჩასვლის სისტემას ვემხრობი, რადგან ყველა გუნდს გაუჩნდება მოტივაცია, რომ უარეს შემთხვევაში ბოლოდან მეორე იყოს. არა მგონია, რომ მეორე დონის გამარჯვებულთან ფლეი ოფი რაიმე ცუდის მომტანი იყოს“ - ასეთია ო’დრისკოლის აზრი ექვსი ერის ფორმატთან დაკავშირებით. ო’დრისკოლი ექვსი ერის “გახსნის” მომხრეა.

მომზადებულია  rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი 100% ამბობს,ამას იმიტომ არ ვამბობ მარტო,რომ მე ქართველი ვარ და საქართველოს ნაკრები მსურს ვიხილო ტოპ ნაკრებებს შორის,ეს კონკურენციას გაზრდის მთლიანად რაგბში და გაცილებით საინტერესო გახდება.
sake
04 დეკემბერი 2017 10:15
0
7-კაცაზე რატომ არაფერს წერთ? ჩვენები როდის თამაშობენ ან სად ვუყუროთ?
გუჯა კახაძე
03 დეკემბერი 2017 00:11
1
ოპტიმალურია ფლეიოფი. გახალისდება, და აზარტული იქნება მონაწილეებისთვის. ერთერთი მიზეზი ის იყო 6 ერის ერთმანეთში მოხარშვის რომ ეს კომერციულია, და შოტლანდიელს ურჩევნია თბილ ისტორიულ-ლეგენდარულ იტალიაში იმოგზაუროს გუნდის საქომაგოდ. მაგრამ ჩვენ აქტიურად ჩვენი ტურისტული კარტებიც უნდა ვაჩვენოთ სარაგბო საზოგადოებას
ოპტიმა
02 დეკემბერი 2017 21:05
0
რა სასიამოვნო შეგრძნებაა როცა შენს პატარა მაგრამ დიდი გულის მქონე ქვეყანას ასე გულშემატკი რობენ დიდი ისტორიის მქონე სარაგბო ქვეყნები.
რაგბი ჩვენი თამაშია, გენაცვალეთ ბიჭებო
ირაკლიუსი
02 დეკემბერი 2017 17:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული