მათიაშვილი - ტონგა 16:15. საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ივნისის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის თასზე ფიჯიში ტონგა 16:15 დაამარცხა.

შეხვედრა მეტოქის შეტევით დაიწყო, ფიფიტასთან ბოჭვაში გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და ის ლაშა მალაღურაძემ შეცვალა. მწვავე იერიში კი სოსო მათიაშვილმა ჩაშალა, მთელი მოედანი გაირბინა, ლელო დადო, გარდასახვა თავადვე გამოიყენა და 7:0.

შემდეგ დავჯარიმდით და ტაკულუამ საჯარიმოს რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მათიაშვილმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, მერე ვიზავიმ ერთი და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ ბურთს უმეტესად ტონგოელები ფლობდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში განმეორებითი ჯარიმის გამო
მსაჯმა მიხეილ გაჩეჩილაძე გააძევა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და ჩვენი კარგი დაცვა მოჰყვა. შემდეგ მათიაშვილმა ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში გავზარდეთ - 16:3.

მერე ტონგამ ლელო გაიტანა, გარდასახვა გააცუდა და 16:8. ბოლოსკენ ტონგოელებმა იძალეს, კიდევ ერთი ლელო დადეს, გარდასახვაც გამოიყენეს, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს და კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" (მსაჯმა ჯაბა ბრეგვაძე გაასინბინა) მეტად დაძაბულ მატჩი მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა წელს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

16 ივნისს "ბორჯღალოსნები" ფიჯის შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ჯალაღონიამ ისეთი ბურთები აიღო ჰაერში ირლანდიასთან, რამდენჯერმე პირი დამრჩა ღია. ჰაერში ხელებაწეულმა, უკან გადახრილმა თითებით ძლივს რომ მიწვდა მაინც შეიმაგრა. ამის ნახევარს მაინც რომ აკეთებდეს ჰაერში ვინმე დიდებიდან, ძალიან წაგვადგებოდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კომპონენტია და დიდებში სრული კატასტროფა გვაქვს ამ მხრივ.
fraternity
12 ივნისი 2018 14:53
0
ნამდვლად:)
ზაზა
15 ივნისი 2018 08:38
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული