რატომ არ იღებენ საქართველოს 6 ერში?! - Rugbyworld.com-მა "ბორჯღალოსნებს" სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Rugbyworld.com-ი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შესახებ სიუჟეტს აქვეყნებს და მთავარ კითხვას სვამს - რატომ არ არიან "ბორჯღალოსნები" 6 ერში?!

სიუჟეტში ნახსენებია, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და განსაკუთრებით ცნობილი ის თავისი სამზარეულოთი და ისტორიითაა.

ჟურნალისტი ალექს გრეი ჰყვება, რომ საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში მოიგო. მისი თქმით, ქართველებს ჰქონდათ ასევე იმის პატივი, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად ევარჯიშათ. განსაკუთრებულად ჟურნალისტის ყურადღებას კი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგები იპყრობს.

მაგალითად, უელსმა კარდიფში "ბორჯღალოსნები" ძლივს დაამარცხა, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა კი დააფიქსირა სურვილი, რომ ქართველებისგან
შერკინების ელემენტები შეესწავლათ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Rugbyworld.com-ის ჟურნალისტი ალექს გრეი ჩვენს ქვეყანას ეწვია და სიუჟეტი მოამზადა.

ის ამბობს, რომ 10 ნოემბერს იტალიასთან გასამართი მატჩი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო 6 ერში მიიღონ. გრეი აღნიშნავს, რომ ქართველები ბოლო დროს ძალიან გაძლიერდნენ.

სიუჟეტში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის კომენტარია ნაჩვენები, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია 6 ერში ახალი დეტალები შეიტანოს და ეს ახალი დეტალი შერკინებაში კარგი და ძლიერი თამაშია.

ჩვენი ნაკრების მორაგბე მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ მისი დებიუტი "შევარდენის" სტადიონზე შედგა, სადაც ცარიელი ადგილები იყო, მაგრამ ახლა ნაკრები გაცილებით დიდ სტადიონზე, "მიხეილ მესხზე" თამაშობს, სადაც ყველა მატჩზე აბსოლუტური ანშლაგია.

სიუჟეტში BBC-ის ჟურნალისტის კომენტარიცაა მოყვანილი, რომელიც ამბობს, რომ 6 ერი ერთგვარ ბიზნესად იქცა და დროა, ცვლილებები განხორციელდეს. შემდეგი გუნდი, რომელმაც შეიძლება იტალია ჩაანაცვლოს, სწორედ საქართველოა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი კი ამბობს, რომ 5-6 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რაგბით ნაკლები ადამიანი იყო დაინტერესებული. მისი აზრით, ახლაც სპორტის მთავარი სახეობა ფეხბურთია, თუმცა რაგბით დაინტერესება გაცილებით დიდია და გულშემატკივარიც ნაკრებს მხარს უჭერს.

სიუჟეტი ისევ გრეის სიტყვებით მთავრდება, რომელიც ასევე ახსენებს, რომ საქართველოს იტალიასთან წინ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის.

altბრაიან ო’დრისკოლი: საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა და ექვსი ერის ცვლილება გარდაუვალია

altBBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?

altმომავლის პერსპექტივა: "ბორჯღალოსნები" ექვსი ერის ნაცვლად რაგბის ჩემპიონატში?

მკითხველის კომენტარები / 14 /
მეორე ,,ნატო" არის საქართველოსთვის.
giorgi
18:51 23-11-2018
0
რაგბის მამებმა შემოთვალეს ლგბტ სამკლავურს სანამ არ გაიკეთებთ არ მიგიღებთო.
გოგა ხაინდრავას სიძე
20:05 30-08-2018
9

სიახლეები პოპულარული