იტალიის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მილტონ ჰეიგის საუბარი შემოგვთავაზა. ის მომავალ შეხვედრაზე და ქართველების მებრძოლ ხასიათზე ლაპარაკობს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია.
საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
მსმენია ფრანგი
მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, უხასიათოდ იყო, ხოლო თუ ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.
აქედან გამომდინარე, ნათქვამი: "ბრძოლაში ბედნიერი", ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებოდით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლება და არც პრობლემა არ არის. ამას ჩვენს უპირტესობად ვთვლი.
აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!"
მილტონ შენ ის გვითხარი--მოესწრო თუ არა ჩვენი შესუსტებული შერკინების გაძლიერება??
ჩვენი ამბოლიდროს დაგროვებული ბევრი ხარვეზის აღმოფხვრა??
ამაზე გვესაუბრე კაცოო :)