27 წლის სპორტსმენის თქმით, საქართველოს ნაკრები 6 ერის კარზე აკაკუნებს, მათ კი უნდა ანახონ, რომ სცენა უკვე შევსებულია.
"საქართველოსთან მატჩი დიდი გამოწვევაა. ისინი 6 ერის კარზე აკაკუნებენ და უმაღლესი დონის რაგბიში შემოსვლა სურთ. ჩვენი ამოცანა იქნება, მათ ვაჩვენოთ, რომ "სცენა" სავსეა და იტალია აქ მთავარი მსახიობია. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან თამაში კი მნიშვნელოვანია, თუ გაზრდა გვსურს", - განაცხადა იტალიელმა
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ქალაქ ფლორენციაში გაიმართება.
იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია
Corriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ
Lanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ