საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტონგას 20:9 სძლია.

ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტაკულამ გახსნა. შემდეგ ბორჯღალოსნების იერიშმა შედეგი ვერ გამოიღო, მე-17 წუთზე კი სტუმრებმა ისევ გამოიყენეს საჯარიმო.

26-ე წუთზე გიორგაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტონგა ისევ წინ გაიჭრა - 9:7, ხოლო მსაჯმა გორგაძე გააძევა. 51-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა. თუმცა, 55-ე წუთზე მან საჯარიმო უკვე უზადოდ შეასრულა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.

65-ე წუთზე არბიტრმა კვირიკაშვილი გააძევა, ტაკულამ კი საჯარიმო გააცუდა. სამაგიეროდ არ გააცუდა აბჟანდაძემ და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები 13:9 დაწინაურდა.

ბოლოს ჟვანიამ დიდებული ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

გიო777
გული დამწყდა მაყურებელი ძალიან ცოტა იყო!
კახაბერი
Aენ რომ რამე გესმოდერს საერთოდ სპორტში , ამას არ დაწერდი , იმიტომ რომ იტალიასთან საქართველოს ნახევარი გუნდი არ ჰყავდა ! თან ასეთი *ღვარძლიანი * ბაბუ რამ შეგჰმნა ?!
ვახო
რათ უნდა 3-4 წელი? ერთ კვირაში გვეწვიონ აქ და ნახავთ ეროვნულზე გაკრულ იტალიას,დღეს რომ შერცხვნენ ზელანდიასთან 3-66
გლახუნა
ბაბუ რაგბი არ იცი და რატომ გვიმტკიცებს სისულელეს ?! იტალიასთან ფაქტიურად ბ ნაკრებით ვითამაშეთ - ა რ გვყავდა მინიმუმ 7 ძირითადი მოთამაშე ; ნემსაძე, მიქაუტაძე,ზაქარეიშვილი, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი ( ვინც იცის რაგბი , ესმის- მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ნაადრევია, მეტიც, დღესაც ჯარიმებში - მათიაშვილზე სტაბილურია და დაცვაში მასზე უფრო სანდო ! ) - ეს ხალხი დ ი დ ი ძალაა ,საკვირველი მხოლოდ ის იყო , მასზე რ ა ტ ო მ არ ისაუბრა იტალიაში ჩვენმა მწვრთნელებმა (?!) თან 1- ლი თამაში იყო , ანუ შეთამაშების პრობლემა და ... მერწმუნე ეს ბიჭები რომ დადგებიან - მინიმუმ 15 ქულით მოვიგებთ, თუნდაც იტალიაში !
l
ჰეიგზე ვერ დაგეთანხმები, ნაკრების ისტორიაში მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ღვაწლი აქვს, შედარებისთვის ჰეიგის მოსვლამდე ან მოსვლიდან რამდენიმე თამაში რო ჩავრთოთ და შევადაროთ ცა და დედამიწაა, თამაშიდან თამაშამდე ვითარდება გუნდი+ გაახალგაზრდავების პროცესია რომელსაც მშვენივრად უძღვება ესკაცი და მგონი უმჯობესია სრული ნდობა გამოვუცხადოთ
Irakli
ცდები ვასილი, 3-4 წელი არ ვჭირდება, ეს გაცილებით ადრე იქნება
ბათუმი
მოვიგეთ!
Irakliy
ძმა, ბაბუა კი არა ტროლია ეგ. ნუ მივაქცევთ ყურადღებას და მორჩა. ეგეთი ბევრია აქ.
levani
სამოა და ტონგა სარაგბო ქვეყნები არიან, ისინი ამით ამაყობენ, ჩვენ კი ისინი დავამარცხეთ. იტალიის დამარცხება შეიძლებოდა, სამწუხაროდ არ გამოვიდა, მაგრამ დავამარცხებთ აუცილებლად.
Vasili
ბაბუა , მემისმინე აგერ ერ წამა!!!! რა მერე იტალიამ რო მეგვიგო?!?!? რა მოხდა?! ?! დეიქცააა ქვე(ყანააა)?!! აგერ ნახავ 3-4 წელიწადში იტალიას ბეჭებზე გაკრულს....
Daviti
ვამაყობ, გილოცავთ ყველას!!!! ზოგადად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, ქართულ სპორტში. გამარჯვებები
ბაბუა
რაო იტალიას მოვიგებთო? რამდენჯერ უნდა მოგვიგოს ამ იტალიამ რომ 6 ერზე აგარ ვიოცნებოთ? სამოას და ტონგას ნუ ადარებთ იტალიას. ექვს ერში თამაშობს და ეს ბევრს ნიშნავს
ლაშა
რატომ სპონტანური? სამოასტან ასე ვიტამაშეთო მწვღნემაც და მოტამაშეებმასც, და ასე ვაპირებთო ტონგასთანაცო. და ეს სპონტანურია?
გლახუნა
ახალგაზრდები ძალიან კარგები არიან, მაგრამ ძველები ( სუთიაშვილი, თხილაიშვილი, ჟვანია ) ფიზიკურად მეტად მძლავრები არიან და მან თამაში მოიგო! 22- წლიანებს მეტი ფიზიკური დატვირთვა და მსოფლიოზე შერეული საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვეყოლება! მ.ჰეიგს უნდა ვაცალოთ ყველა შემთხვევაში!
ლაშა
პოლიტიკური აქცენტები? მე არცერთცხელ არ წამერთვა სქრილი, თქვენს კოპიუტერს აქვე პრობლემები
TanoLife
ბებერმა და ახალგაზრდა ლომებმა, თავიანთი ოქროს ფაფრები გაშალეს, აჯაგრდნენ და “ზღვის არწივებს” ძვლების მტვრევა აუტეხეს. ყველას დაანახეს თუ ვინ არის აქაურობის ბატონ-პატრონი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ხვად ლომებს “სამყურები” და “მუქი ლურჯები” უკვე დაგორებული ყავს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და გამომდინარე აქედან წინ კიდევ უფრო ბედნიერი წუთები გველის. P.Ś. პატივცემულო, რედაქციავ - ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა რეკლამამ, სამჯერ წამართვა სქროლი და მომიწია სამჯერ დამეწერა ერთი და იგივე ტექსტი. იქნებ გაასწოროთ ეს ხარვეზი. დიდი მადლობა.
გიგა
ძალიან მომწონს ნაკრების ეს ფორმა. ნაცრისფერებს ვგულისხმობ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ორიგინალურია, მსგავსი ფერები სხვებს არ აქვთ. კარგი იქნება თუ მუდმივ ფორმად გადაიქცევა. გამორჩეული და ყველასთვის ადვილად საცნობი იქნება მსოფლიოში.
გურამი
სუპერ გამარჯვება და წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები, ბოლო თამაში რომ გვქონოდა იტალიასთან მოვიგებდით. ახალგაზრდები ძალიან პროგრესირებენ და რთული მისია აქვს მსოფლიომდე მწვრთნელს. რაც შეეხება თავად სტატას, სტენოგრამის წერას ჯობდა სტატია დაგეწერათ.
N
მე, პირადად, განსაკუთრებით იმან გამაოცა და გამახარა, რომ, დრო რომ გაწითლებული იყო და მოგება გარანტირებული, ჩვენებმა ბურთი ხელში რომ ჩაიგდეს, აუტში კი არ გადააგდეს და თამაში კი არ დაასრულეს, არამედ ლელოზე წავიდნენ! დიდებული ლელოც დადეს, მაგრამ კიდევაც რომ არ დაედოთ, მათი ეს გადაწყვეტილებაა ჩემთვის უძვირფასესი! სიხარული და ბედნიერება საქართველოს და წარმატებები ბიჭებს! მსოფლიოზე კი უკვე ყველა მატჩში უკლებლივ გამარჯვებისათვის უნდა ვიბრძოლოთ! იტალიასთან რაც მოხდა, ეგეც გარკვეულწილად გამოუცდელობის ბრალი იყო. მომავალში გვიფრთხილდნენ!
Zuka
Dgevandeli mdgomareobit uelsi avstraliaze zlieria
კახა
პირველ რიგში მადლობა ჩვენ ვაჟკაცებს ვულოცავ გამარჯვებას კარგი გუნდი დაამარცხეს რაც იოლი სულაც არაა, შემთხვევით არ არიან მე12 პოზიციიაზე მაგრამ ყველაფერი მოხდა ბიჭების ბრძოლით დაღალეს მაგრად დაჩეჩქვეს მეტოქე თუ ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო ყოჩაღ მწვრთნელებს უფრო სპონტანურს გავდა სხვათაშორის შეიძლება ამ ტაქტიკის კარგად დახვეწა პირველ ნახევარში მაქსიმალურად ჩავითრიოთ მოწინააღმდეგეები ბრძოლაში ჯაჯგურში ბევრი შერკინება ავიღოთ და მეორე ტაიმში შემოვიყვანოთ ეს კარგი თაობა გორგაძე და სუყველა დასვენებულები ესენი ნებისმიერ გუნდს გაუწევენ წინააღმდეგობას.P.Sმაინც ჩემს აზრზე ვარ მიუხედავად გამარჯვებისა ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებობები კარგი მწვრთნელი 10 თვეში კი მოახერხებდა ხელის დატყობას.
პაატა
ძველ ლომებს, მეკოს თამადობით, უდიდესი მადლობა თავდადებისთვის და იმ დიდი სიხარულისთვის რაც წლების განმავლობაში მოგვანიჭეს, აწი გაცილებით უკეთესი იქნება თავიანთი გამოცდილება და ენერგია ახალგაზრდების გაზრდას მოახმარონ! ამ თამაშებმა დაგვანახა რომ ახალგაზრდებს მინიმუმ 60%-ით შეუძლით ნაკრების დაკომპლექტება! მსოფლიომდე 10 თვე დარჩა, ძალიან ცოტა დრო კი არის მაგრამ იმდენად ნიჭიერი თაობა გვყავს რომ შეიძლება კარგი გუნდის გაკეთება! და კიდევ, ბოლო თამაში იტალიასთან რომ ყოფილიყო უეჭველი მოვუგებდით!
ჯეფერსონ
მსოფლიო ჩემპიონატამდე რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა უნდა გამოცადონ, მხოლოდ ეს გვიშველის, კარგია რომ გიგაშვილმა გაამართლა, აფრასიძეზე და აბჟანდაძეზე აღარ მაქვს საუბარი! ფიჯიც უნდა დავცეთ მიწაზე და უელსსაც უნდა ვეომოთ, ნუ ურუგვაი აუცილებლად უნდა ავთართოთ!!! წინ საქართველო!!!
დასვა ცხიმიანი წერტილი აბჟანდაძემ
g55
მე მგონი იტალიასთან მაფიამ გააკეთა თავისი საქმე. უნდა მოეგო იტალიას. ისეთი შემადგენლობით გამოვედით 50% შეუთამაშებელი ახალგაზრდები გამოიყვანეს ასეთ პრინციპულ მატჩზე და ძველი ლომები აყურებიეს (კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი, ...)
beso
მგლებოოო, გენაცვალეთ.
ზას.
კარგი დღე გვაქვს,ლევანმა მოიგო,რაგბისტებმა მოიგეს,ნამდვილად პოზიტიური დღე იყო.
ალეკო
ყველას ვულოცავ, კარგი იქნებოდა იტალიასთან ბოლოს გვეთამაშა
aburjga
როცა კვირიკაშვილი გაასინბინეს ტელევიზორი სხვა არხზე გადავრთე,მეგონა წავაგებდით?! ახლა გავიგე მოგვიგია! მადლობა უფლს, მადლობა ჩვენს ვაჟკაც რაგბისტებს! წინ საქართველო!
მიროსან
გენაცვალეთ თქვენ... ხო გადახნეს რასაც ქვია, რო უკიჟინებდენ მიწოლაშიც აღარ ვარგიან ქართველებიო? გილოცავთ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს
დდდ
ეს თამაშები ვფიქრობ ახალი გუნდის შენებას უწყობს ხელს რადგან თაობათა ცვლის პროცესი მარტივი არაა.კიდევ მეტნაკლებად დიდი ჩავარდნის გარეშე გადავდივართ ახალ სტილზე ახალგაზრდები ეჩვევიან დიდი რაგბის თამაშს სიახლეც შემოაქვთ სისწრაფეებს უმატებენ და მჯერა ეს მალე მოიტანს შედეგს.გილოცავთ და წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
რეზო
გილოცავთ! კარგი ბოლო იყო.
ჭაღარა
კარგია გილოცავთ ყველას ,უმცროსებმა რა ქნეს რუსეთთან
ჰმ
მონდომების ხარჯზე მოგება ამას ქვია
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია
[VIDEO] კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
მსოფლიოს თასი. C ჯგუფში: არგენტინამ ტონგას საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა
მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
მერაბ შარიქაძე: ჰაერში თამაში გამოვასწორეთ
"ბორჯღალოსნები" | ტონგა ვაკეში 6 წლის შემდეგ ბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | საღინაძე ბრუნდება, შველიძე დებიუტს ელის
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
საქართველოს ნაკრებმა ტონგას 22:7 მოუგო [VIDEO]
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება