"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს გადახალისებული შემადგენლობით 24:10 სძლიეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს.

"ავჭალაზე" ჩატარებულ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა მოახდინა. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო დადო, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი
მოთამაშე გააძევა, ლობჟანიძემ ლელო დადო, აბჟანდაძეს კი გარდასახვის რეალიზაცია ქარმა არ დაანება. შემდეგ ქერდიყოშვილმა დადო ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და 24:5.

ბოლოს ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვისას ბურთი ხარიხას მოხვდა და საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით 24:10 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნები" 2 მარტს ბრიუსელში ბელგიას, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთს შეხვდებიან.

Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
მილტონ ჰეიგს უდიდესი მადლობა მაგრამ სამწუხაროდ ფედერაცუიამ დააგვიანა შეცვლა მწვრთნელის მსოფლიოს ჩემპიონატამდე აღარააქვს აზრი შეცვლას ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ ვაჟკაცებს და დასახული მიზანი შეასრულონ ოღონდ ჯგუფიდან გასვლის დასახვა არალეარული ჩანს და თუ სენსაციას გამოვაცხობთ ოქროს ასოებით ჩაეწერებიან არამარტო სპორტის კუთხით არამედ ისტორიაში შევლენ როგორც გმირები სამშობლოსადმი გაწეული თავდადებისთვის უფალი თქვენსკენ მსოფლიომდე მილტონზე სიტყვის მთქმელი არ ვარ.
კახა
18 თებერვალი 2019 06:05
1
კრიტიკა საჭიროა,უფრო მეტიც-აუცილებელია.მარტო ქება-დიდებით წინ ვერ წავალთ.
გიოშა
18 თებერვალი 2019 10:02
0
ალბთ ახალი მწვრთნელის კანდიდატურასაც შემოგვთავაზებთ? ისეთს, რომ ულს-ავსტრალიას ბეჭებზე დადებს...

ძალიან კარგი ქნა ფედერაციამ რომ ჰეიგი ნარებს უძღვება
ზაზა
19 თებერვალი 2019 04:39
0
გიგაური და არა გორგაძე
gg
17 თებერვალი 2019 23:54
0
როგორც საჭირო იყო ისე მოუგეთ დაგვჭირდება უკეთესი თამაში ვითამაშებთ.
samtredski
18 თებერვალი 2019 13:10
0
Molsze gvaqvs samushao. Cucqiridze da gorgadze xerxemalia gundis
Frieden
18 თებერვალი 2019 13:19
0
გაგვიჭირდა მოგება, ხარვეზები აშკარად ჩანდა. ბევრი რამ დასახვეწია. მჯერა, ნაკრები დროზე გამოასწორებს თამაშს.
მერაბი
18 თებერვალი 2019 09:39
4

სიახლეები პოპულარული