BBC: ქართველები "პრო 14"-ში გუნდის დამატებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას

AutoSharing Option
BBC-ი მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ქართული რაგბი "პრო 14"-თან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე თავისი გუნდის მიღებას მიაღწიოს.

"ლელოელები" ევროპის მეორე დონის რანგის საუკეთესო გუნდია, მაგრამ რეგულარულად არა აქვთ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება. "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა BBC Sport-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მაღალი დონის საკლუბო ტურნირში ქართული გუნდის დაშვების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"სხვადასხვა შეჯიბრებებში ჩვენი გუნდების მონაწილეობაზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას", - ამბობს ჰეიგი. "პრო 14" ხშირად აცხადებს გაფართოების სურვილს და ჰეიგს იმედი აქვს, რომ უახლოეს ორ წელიწადში ქართული
გუნდი მისი წევრი გახდება. "შემდეგი ნაბიჯი ფრანჩიზის შექმნაა, რომელიც უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ეს შესაძლოა "ქარი ქაფი" ან "პრო 14" იყოს, ან "ზე რაგბი". იმისათვის, რათა ვიყოთ წარმატებულნი,  ტრამპლინი გვჭირდება და სასურველია ეს ევროპული ტურნირი იყოს, რადგან ეკონომიკურად მომგებიანია", - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ბენ მორელი ტურნირის სტრუქტურაში ნებისმიერ ცვლილებას გამორიცხავს.
"ეს განცხადება იმედგამაცრუებელია. იმედია, ერთ დღესაც გარისკავენ და კარს გაგვიღებენ. ფინანსური თვალსაზრისით მათ რაღაც ასპექტში შემიძლია გავუგო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მიზნის მისაღწევად", - იმედოვნებს "ბორჯღალოსანთა" დამრიგებელი.

საქართველოს ნაკრები ამჟამად ოქსფორდში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მისი თავკაცის ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ზედიზედ მეორედ ვვარჯიშობთ ინგლისში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ედის, მის გუნდს და ინგლისის რაგბის ფედერაციას. ეს გამოცდილების მიღების უზარმაზარი შესაძლებლობაა", - დასძინა ჰეიგმა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ გამოვიდა ეგ საქმე ძალიან მაგარი იქნება
გოგა
28 თებერვალი 2019 13:25
0
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ინგლისელებისგან უნდა ვიგებდეთ ასეთ ამბებს? თუ მე გამომრჩა? დამატებით ხომ არაა ცნობილი რამე? რა სტადიაშია მოლაპარაკება, საიდან დაფინანსება და ა.შ.
გულშემატკივარი
28 თებერვალი 2019 13:22
0
პატიოსნად ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური ანდაჟირების გარეშე, არც პრო რუსი ვარ, არც პროევროპელი:
ყველაზე ღირებული ამ 30 წლის მანძილზე რაც ევროპამ ჩვენთვის, საქართელოსთვის გაიმეტა ეს არის დამოუკიდებლობის აღიარება, უვიზო მიმოსვლა და პრო -14
ამიგო
28 თებერვალი 2019 10:23
2
პარლამენტის ტექნიკურ სამსახურს: ჩაურთეთ თავიდან მიკროფონი, დაამთავროს გამომსვლელმა სიტყვა.
მამუკა
28 თებერვალი 2019 09:52
0
ზერაგბის შანსი არ არი, არც დონებრივად არც ლოგსტიკურად. ქარი ქაპიც, დონით ეგეთი არაა, მარა ძაან შორსაა. პრო 14 დიდი ხანია ინტერესს გაოხატავდა გაფართოების, თუ პატიოსანმა ბიზნესმენებმა ინებს ( ნეტა მე ვიყო და აქამდე ვიზამდი) მანს შევალთ.ო
zuka
28 თებერვალი 2019 03:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული