საქართველო კრასნოდარში ორი ნაკრებით მიემგზავრება - დიდი 10-ის მოთამაშეები რუსეთის "ა" ნაკრებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ფოტო: Rugby.ge
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან - "საქართველო XV" 15 მარტს კრასნოდარში "ბორჯღალოსნებთან" ერთად გაემგზავრება და პირველი ნაკრებების მატჩამდე 1 დღით ადრე რუსეთის "ა" ნაკრებს დაუპირისპირდება.

"საქართველო XV", რომელიც დიდი 10-ის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, პირველად შარშან ზაფხულში შეიკრიბა და "ზაფხულის თასზე" "არგენტინა XV" 23:22 დაამარცხა, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 20:18.

წელს ბესიკ ხამაშურიძე გუნდს პირველად შეკრებს, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შეკრებაზე 10 მარტს შეიყვანს და მოსამზადებლად 5 დღე ექნება.

"საქართველო XV"-ის
გაფართოებული შემადგენლობა 12 მარტს დასახელდება.

"ჩვენი პოლიტიკაა, რომ "საქართველო XV"-ში მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებმა ითამაშონ. მივდივართ რუსეთის "ა" ნაკრებთან სათამაშოდ. შეხვედრა 16 მარტს, კრასნოდარში, "ტრუდის" სტადიონზე ჩვენი დროით 16 საათზე დაიწყება და მისი ინტერნეტტრანსლაცია იგეგმება." - განაცხადა "საქართველო XV"-ის მენეჯერმა ლექსო იორდანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "საქართველო XV" თბილისში ორ მატჩს გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრების წინააღმდეგ ივნისში.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Zaan kai!
Zuka
18:51 05-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული