მერაბ შარიქაძე: წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 52:3 სძლია და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბორჯღალოსნებს ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი და მის მნიშვლელობაზე გაამახვილა ყურადღება გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

აი, რა თქვა მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:

"ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს".

რუსეთს საქართველოს ნაკრები 17 მარტს კრასნოდარში შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მას შემდეგ რაც რუსეთის რაგბის კავშირის ერთ ერთმა ჩინოსანმა "იბლატავა" და ფაქტიურად ჩვენ ნაკრებს დასცინა, მხოლოდ მოგება კი არაა საჭირო, ისე უნდა ვეთამაშოთ და გავიმარჯვოთ, რომ რაგბის თამაშის სურვილი სამუდამოდ დაკარგონ
და დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ "საბრძოლო-ინტელექტუალურ" თამაშ "გარადკი"-ს.
Zero
09:00 11-03-2019
0
ბევრს ნიშნავს აბა რა. დაიბრუნებთ ტაო-კლარჯეთს.
Odala
03:06 11-03-2019
65

სიახლეები პოპულარული