ბორჯღალოსნების კაპიტანი: ეს მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კრასნოდარში რუსეთის გუნდი 22:6 დაამარცხა. თამაშის წინ ბორჯღალოსნები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

ნამატჩევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენთვის ეს თამაში განსაკუთრებულია, არამარტო მორაგბეებისათვის, არამედ საქართველოსთვის. გულშემატკივარს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით და ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამიტომ ეხატა საქართველოს რუკა. ჰიმნიც ემოციურად შევასრულეთ, ვინაიდან გამოხატავდა ჩვენს სულიერ მდგომარეობას. საქართველოსთვის ვიმღერეთ და მოვიგეთ. მადლობა იმათ,
ვინც ჩამოვიდა და გვიგულშემატკივრა. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მატჩისწინა განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ მუდამ გავიმარჯვებთ და მთელი საქართველო გამარჯვებებით ვივლით წინ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
დიდი მადლობა ლომებო, გენაცვალეთ ასე პირნათლად რომ ასრულებთ ჩვენს თხოვნას და თქვენს ვალს სამშობლოს წინაშე. თქვენ რაც შეგიძლიათ ეს რუსების დამარცხება მინდორზე ყველაგან და ყოველთვის.
Geo_Dinamo
21:06 17-03-2019
1
დედაჩემი 83 წლისაა და განსაკუთრებულად ელოდა ამ მატჩს, 3:3 რომ გახდა წამლები დალია. ხატთან მივიდა და ილოცა. პირველი ტაიმის მიწურულს ლელო რომ დავდეთ გახალისდა. მეორე ტაიმში მთლად დაფრინავდა გახარებული. სულ გლოცავდათ. გაიხარეთ ბიჭებო, თქვენ მას სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული