რაგბი ევროპაზე საქართველოს ნაკრების მიერ რუსეთის დამარცხებას (22:6) წერილი sport24.ru-მ მიუძღვნა.
"17 მარტს რუსეთის ნაკრებმა რაგბი ევროპაზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. ეს არაელიტარული გუნდების მთავარი ტურნირია. ინგლისი, ირლანდია, იტალია, უელსი, საფრანგეთი და შოტლანდია სხვა დანარჩენებზე მთელი თავით მაღლა დგანან და ექვს ერზე ასპარეზობენ.
უბრალო მოკვდავთა შორის ტურნირსაც ჰყავს თავისი ლიდერი - საქართველო. ამ გუნდმა ბოლო 9 გათამაშებაში მხოლოდ ერთხელ ვერ მოიპოვა ოქროს მედლები. "ლელოელებმა" ამ მატჩამდე ყველა მეტოქე 4 შეხვედრაში საერთო ანგარიშით 140:28 გაანადგურეს და რუსეთში ჩემპიონის რანგში ჩამოვიდნენ.
ჩვენს მორაგბეებს
მედლების მოპოვების იმედი ჰქონდათ. ამისათვის საქართველო უნდა დაემარცხებინათ. ეს კი ფანტასტიკის სფეროა. რატომ? ამაზე სტატისტიკა ნათლად მეტყველებს. 22 მატჩში ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, საქართველომ კი 20-ჯერ დაგვამარცხა. ის ერთადერთი გამარჯვება 1993 წელს მოვიპოვეთ. მეოთხედი საუკუნე მოგების გარეშე - შემაძრწუნებელია.
შანსი მაინც არსებობდა. საკუთარი მოედნის ფაქტორის და დაგეგმილი განწყობის გარდა, თავისი როლი უნდა ეთამაშა მეტოქის მოტივაციის დონეს. უფრო სწორად, მის არქონას. რატომ უნდა დაიძაბო, როდესაც ოქრო ჯიბეში გიდევს? ეგაა, ეს ლოგიკა "ლელოელებისათვის" არ არსებობს. სტუმრები კრასნოდარში საუკეთესო შემადგენლობით გვეწვივნენ, მხოლოდ რამდენიმე ტრავმირებული ტოპ-მოთამაშე არ ჰყავდათ. რუსეთი საქართველოსთვის პრინციპული ოპონენტია.
პუბლიკის გასახარად ბოლოს ჩვენმა გუნდმა შეუტია. ლელოს დადება ვერ მოხერხდა. საქართველომ 22:6 მოიგო. ვიყოთ ობიექტურნი, ჩვენს ბიჭებს შანსი საერთოდ არ ჰქონდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იბრძოლეს".
rugger.info. "ლელოელებმა" "დათვები" გადათელეს
რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]