"ბორჯღალოსნებმა" "საუზერნ კინგსს" დაძაბულ მატჩში ბოლო წუთებში სძლია

AutoSharing Option
27 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 მოუგო.

წაგებული პირველი ტაიმის (5:17) შემდეგ "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რიგი შეცვლები განახორციელა. ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტია, თუმცა საჯარიმოთი სტუმრებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს.

ამ მძიმე ვითარებაში თამაშის შემოტრიალება თითქოს შეუძლებლად მოჩანდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო.

67-ე წუთზე მოდებაძემ ლელო გაიტანა, გარდასახვა ვერ გამოვიყენეთ და 10:20.

ამის შემდეგ გულშემატკივართა მხარდაჭერით შემართულმა საქართველოს ნაკრებმა მიძალების შედეგად შვიდქულიანი ლელო დადო - 17:20.

77-ე წუთზე
კი სუთიაშვილმა ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოყენებულ იქნა, ჩვენი გუნდი მთელი მატჩის მანძილზე პირველად გაიჭრა წინ, ბოლოს მეტოქის გააფთრებული იერიში მოიგერია და 24:20 გაიმარჯვა.

აშკარაა, ასეთ სერიოზულ გუნდთან შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უფრო სასარგებლო იყო, რამეთუ ჰეიგს თავისი შეგირდების თამაშში წუნი დაანახა.

31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო - საუზერნ კინგსი 24:20

საქართველო
ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება | ფორვარდები

1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა

alt"საუზერნ კინგსის" მწვრთნელი: ჩვენს ლიგაში ქართული გუნდის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იქნებოდა

altმილტინ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით 50%-ით უკეთ ვართ მზად

altდავით კაჭარავა: უკეთ შეგვეძლო თამაში, ისე დაწყება, როგორც დავასრულეთ

alt"საუზერნ კინგსის" მორაგბე: ამ თამაშიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ

მკითხველის კომენტარები / 65 /
გენაცვალეთ ბიჭებო.აი სულიერი სიმტკიცე და სიძლიერე აი ქართული გენი.წაგებული თამაში შემოატრიალეს ამ ჯიგრებმა.საბურთალოს ფეხბურთელებო უყურეთ ამ თამაშს და ბევრს ისწავლით.პირველ რიგში სამშობლოსთვის ბრძოლას სიყვარულს და ერთმანეთის გვერდით დგომას.
დდდ
21:28 27-08-2019
3
გილოცავთ ყველას.გუნდი აბსოლუტურად შეცვლილია.შემდეგი ორი თამაში ამის დასტური იქნება. მილტონმა შეძლო და შექმნა თვისობრივად ახალი გუნდი.
გია
22:43 27-08-2019
1

სიახლეები პოპულარული