შოტლანდიელთა დაცვის მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები აუცილებლად იმსახურებს ექვს ერში თამაშს

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები 31 აგვისტოს (20:00 საათი), "ბორჯღალოსნებთან" "დინამო არენაზე" გასამართი მატჩისთვის ემზადება და ქვეყნის ცენტრალურ არენაზე ერთსაათიანი კაპიტნის ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სტუმართა დაცვის მწვრთნელმა მეთიუ ტეილორმა მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფორვარდების სიძლიერეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაცვაში თამაშს დიდ ყურადღებას დაუთმობს:

"ჩვენთვის დიდი გამოწვევაა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვიცით, რომ გყავთ მძიმე და ამავდროულად, სწრაფი ფორვარდები. ამ მხრივ ნამდვილად დიდი ჯაფა დაგვადგება.

საფრანგეთთან გამართულ პირველ ტესტ-მატჩში ფიზიკურად არ ვიყავით მზად და არც განწყობა
გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქე თამაშობდა და ჩვენ ვუყურებდით. ამ მხრივ „მარიფილდზე“ უკეთ გამოვიყურებოდით და ამ კომპონენტს ხვალინდელ მატჩშიც დიდ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან ქართველი მორაგბეები თამაშში დიდ ენერგიას და ემოციას დებენ.

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ის მოიგებს თუ ჩვენ, აუცილებლად იმსახურებს ექვს ერში თამაშს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული