2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - "ბორჯღალოსნები" უელსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

23 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის პირველ შეხვედრაში უელსს შეხვდა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა.

უელსელებმა 3 ლელო საწყის 19 წუთში დადეს. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, საქართველომაც შეუტია, თუმცა ქართველებმა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უელსელებმა მე-4 ლელო დაგვიდეს და უკვე გაინაღდეს ბონუს-ქულა.

საბოლოოდ უელსმა პირველი ტაიმი 29:0 მოიგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე "ბორჯღალოსნებმა" შეუტია და ლელოს დადებაც მოახერხა. ქართველებმა ტრადიციულად მოლი გამოიყენეს
და მეტოქის საჯარიმოში ბურთი შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში შემცირდა - 7:29.


სამწუხაროდ, ლელოს შემდეგ ჯაბა ბრეგვაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 10 წუთით დააკლდა, რა დროსაც უელსმა "ბორჯღალოსნებს" შეუტია და ქართველები თავს კარგად იცავდნენ, ხოლო შემდეგ მათ ნახევარზეც გადავიდნენ, თუმცა ყოველი ჩვენი შეტევა შეცდომით სრულდებოდა.

64-ე წუთზე ტომას უილიამსმა დაალელოვა და უელსმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 36:7.

69-ე წუთზე გელა აფრასიძემ კარგად წაიღო ბურთი და შეტევა საბოლოოდ ლევან ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 14:36 გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩილაჩავასა და აფრასიძის შემოსვლის შემდეგ "ბორჯღალოსნების" თამაში აშკარად გაუმჯობესდა.


თუმცა 71-ე წუთზე უელსელებმა საკმაოდ მარტივად გადალახეს "ბორჯღალოსნების" დაცვა და კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 43:14 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 29 სექტემბერს ურუგვაისთან, ჩვენი დროით 14:15 საათზე გამართავს.

D ჯგუფი. "ტოკიო სთედიუმი"
უელსი-საქართველო 43:14 (29:0)
ლელოები: დევისი (3), ტიპურიკი (13), ადამსი (19), ლ. უილიამსი (40), თ. უილიამსი (65), ნორთი (76) -  მამუკაშვილი (42), ჩილაჩავა (69)
რეალიზაცია: ბიგარი (14, 20, 40, 66), ჰალფენი (77) - აბჟანდაძე (44, 70)
ყვითელი: ბრეგვაძე (48)

უელსი - საქართველო 43:14

altმამუკა გორგოძე: ქართველი გულშემატკივარი არ არის ამ ანგარიშის ღირსი [VIDEO]

altმიხეილ ნარიაშვილი: მომდევნო შეხვედრებში შერკინებით და მოლით უნდა მივაღწიოთ წარმატებას

altუელსელების მწვრთნელი: მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი ავუშვით

altბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

altმილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 98 /
ჰეიგმა ვერ შეძლო ახალი თაობის გაზრდა (პრობლემები სად და რაში იმალება მას უნდა გამოეაშკარავებინა და არა ჩვენ,ზუსტად მაგისთვის იღებს ჯამაგირს ჩვენი ბიუჯეტიდან)
როდესაც გუნდიდან წასული"პენსიონერი" გორგოძის დაბრუნების ამბავი გავიგე მივხვდი რომ ახალი თაობა არ არსებობს და ქართული რაგბი კრიტიკულ მდგომარეობაშია პროგრესის მაგივრად,,,,
ვოვა
15:26 25-09-2019
3
კი გამოჩნდს რაგბი ვისი თამაშიც არის ! უელსის და ინგლისის, ხო და კიდევ ფეხბურთელებს ნუ ადარებთ , საფრანგეთთან ფრე, ესპანეთთან მოგება , იტალიასთან ფრე, გვაქვს ფაქტიაბეს შედები, რაგბიში კი ვერასროს ვერ მოვუგებთ ბობილებს !! თუნდაც ტესტმატჩებში მეცხრე შემადგენლობა რომ გამოყავთ !! ადე რომ რუსეთი და რუმინეთის მეტი არც გვეკუთვნის !!! ფაქტია , დისლაიქებით თუ რამე შეიცვლება წერეთ რანდენიც გინდათ
დოდო
11:49 25-09-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული