მილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასი 2019-ის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში თამაში ვერ ავაწყვეთ. განსაკუთრებით, დაცვაში გაგვიჭირდა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის ნაკრებმა, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

ვიხილეთ ტიპური ქართული, მებრძოლი სული, ოღონდ... მეორე ტაიმში. დაცვაშიც დავლაგდით და უელსს არ მივეცით ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალება. შეტევაში კი თამამად ვმოქმედებდით.

მომდევნო მატჩისთვის გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, უპირველესად კი, დაცვის სიმწყობრე", - თქვა ჰეიგმა.

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა ამბავია ამდენი უადგილო მადლობები. ესენი ფიჯის მომგებები არ არიან.
D.N.
23 სექტემბერი 2019 22:47
6
აი ეგ უკვე მწვრთნელის ბრალია! უელსთან შეცვლაზე მხოლოდ 2 ხაზი მოთამაშე გვყავდა - აფრასიძე და ხმალაძე, რაც ცოტა არ იყოს გაუგებარია. ისედაც პრობლემები გვაქვს დაცვაში და 11, 12, 13, 14 და 15 ნომრების 80 წუთი თამაში, ისიც უელსის ნაკრებთან, რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. მოსამზადებელ თამაშებშიც იგივე პრობლემა გვქონდა და ჩემპიონატზე ამის მოგვარება გამორიცხული მგონია
:)))))
23 სექტემბერი 2019 17:30
5
უელსმა 15 წუთში მოგიყომარათ ყველაფერი და მეორე ტაიმში ფაქტიურად აღარ თამაშობდნენ, თორემ რომ გაეგრძელებინათ როგორც დაიწყეს 200 მდე ავიდოდნენ, გაჩერებულზე გამოჩნდა თქვენი ქართული სული, თორემ დაქოქილ უელსთან რასაც წარმოადგენდით მთელმა მსოფლიომ დაინახა
zmo
24 სექტემბერი 2019 11:02
10
ისე გესმის შენ რაგბი როგორც მე ზზალქვეშა მევენახეობა
qmo-s
24 სექტემბერი 2019 14:10
0
დაცვას ანგრევ 3 წელია და ახლა ამბობ უნდა დავალაგოო? 2016-ის ნოემბრის ტესტებზე იაპონიასთან რომ წავაგეთ თბილისში 32:38 ორი უაზრო შეცდომით (წარუმატებლობა იყო ეგ გუნდის), ის თამაში ნახეთ და შეადარეთ ახლა რასაც ვთამაშობთ. იმის მერე ყველა წინ წავიდან, ჩვენ კი უკან და ახლა რომ ვეთამაშოთ იაპონიას რა გვექნება შედეგი ყველაზე ოპტიმისტმა თქვას აბა. :(
???
24 სექტემბერი 2019 01:32
1
ნუთუ?
! ! !
24 სექტემბერი 2019 09:50
0
ფეხბურთს არც ბაღლინჯო და არაფერი მიაკვდა პირიქით ნელნელა გამოდის საქართველო ამ დიდი კრიზისიდან ცოტახანში ნახავთ რა შედეგები იქნება .და თქვენ რაგბის ქომაგებმა ამ ჩაჯმულ რაგბისტებს მიხედეთ.
Buxo
24 სექტემბერი 2019 04:53
31
მალადეც შენ, მალადეც
მალადეც
24 სექტემბერი 2019 09:49
0
ძალიან არასპორტული კომენტარია
qomags
24 სექტემბერი 2019 11:02
0
ყველა გამოხმაურება
ვეღარ ვიტან ამ კაცს
aleksandre
23 სექტემბერი 2019 19:46
53
ტონგას, სამოას , კანადას, ამერიკას და იაპონიას როცა მოვუგეთ, მაშინ მაგარი იყო და ეხლა ვეღარ იტანთ? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?
????
23 სექტემბერი 2019 22:18
4
მალადეც
ლევანი
23 სექტემბერი 2019 21:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული