მილტონ ჰეიგის პირველი კომენტარი "ბორჯღალოსნების" უელსთან წაგების შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასი 2019-ის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველ ნახევარში თამაში ვერ ავაწყვეთ. განსაკუთრებით, დაცვაში გაგვიჭირდა, რითაც კარგად ისარგებლა უელსის ნაკრებმა, რომელსაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

ვიხილეთ ტიპური ქართული, მებრძოლი სული, ოღონდ... მეორე ტაიმში. დაცვაშიც დავლაგდით და უელსს არ მივეცით ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალება. შეტევაში კი თამამად ვმოქმედებდით.

მომდევნო მატჩისთვის გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, უპირველესად კი, დაცვის სიმწყობრე", - თქვა ჰეიგმა.

ბესიკ ჯანგავაძე იაპონიიდან

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩემპიონატზე უფრო ხელით რომ იბურთაონ და სპრინტერობაზე ივარჟჯიშონ არ შეიძლება??????? მილტონ გაიხარე ოჯახით, მადლობა უდიდესი
??????
23 სექტემბერი 2019 18:03
6
ზელანდიის მწვრთნელად სხვა ინიშნება და არ შეიძლება ჩვენ რომ ჩამოვიყვანოთ მოსახლეობაც მიიღებდა ჯამაგირის გადახდაში მონაწილეობას. ჰეიგს მხოლოდ მადლობა უამრავი
იკა
23 სექტემბერი 2019 17:59
4
მართლა დიდი მადლობა მილტონ ყველაფრისთვის რაც გააკეთე ჩვენთვის. მარტო ის რომ აქ ცხოვრობდი ოჯახთან ერთად რამდენს ნიშნავს, მაგრამ, დროა ვინმე სხვა ჩაუდგეს ნაკრებს სათავეში. ამოწურა ამ კაცმა თავისი შესაძლებლობები.
თემო
23 სექტემბერი 2019 17:23
3
გეთანხმები, მარა ქეცბაიასი არ იყოს შიდა ჩემპიონატს ჭირდება გაძლიერება ჟურნალისტებს ვთხოვ, რეპორტაჟები გააკეთონ რა დაფინანსება აქვთ ქართულ კლუბებს და იმ მორაგბეებს ვინც საქართველოში თამაშობენ.
ნიკა
23 სექტემბერი 2019 17:52
0
ხელით თამაში და სისწრაფე, ესაა ჩვენი პრობლემა. მელიტონას ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახალი ძალიან კარგი სისხლია საჭირო მწვრთნელების სახით. მადლობა მილტონ................
გიგი
23 სექტემბერი 2019 17:51
0
მათიაშვილზე კარგად მეკო ითამაშებდა,მისი ყველა აღებული ბურთი ფაქტიურად დაკარგულია
მთ
23 სექტემბერი 2019 17:45
0
მეკოს ტრავმა აქვს და იმიტომ არ არის
: )))))))
23 სექტემბერი 2019 22:41
0
1) რა უნდა გააკეთოს გელამ, რო ძირითადში დააყენონ?
2) რაღე უნდა გააკეთოს ვასკამ, რომ მარქაფაში გადაიყვანონ?
SL
23 სექტემბერი 2019 22:01
1
დავამატებ ჩილაჩავას მარქაფას. კაცი როცა ძირითადშია შერკინება არ აგებს, მის გარეშე კი ზოგჯერ ჩვენ შერკინებასაც ვკარგავთ.
თ.ნ
23 სექტემბერი 2019 22:55
0
და რატომ ჰგონია, რომ მარქაფაში ძირითად ე სუსტები არიან(უფრო სწორად რომ ვთქვა უნდა იყოს).?!
გურია
24 სექტემბერი 2019 09:08
1
ფეხბურთს მიაკვდა ბაღლინჯო უკვე საბოლოოდ სულში, რაგბს კი ახალი ძალები სჭირდება, ოღონდ ჩემპიონატის უცხოური კურატორებით. მილტონს მადლობა ყველაფრისთვის........................... მემგონი საერთოდ ქართველი გახდა
ბესო
23 სექტემბერი 2019 17:56
15
ესეიგი, თავიდანვე რომ ამდენ ქულას გაგიკეთებენ, ძალიან რთულია რა ფსიქოლოგიურად, მე გავშრი ტელევიზორთან. მადლობა ყველას თავდადებისთვის, კიდევ სამი თამაშია წინ.
ნიკა
23 სექტემბერი 2019 17:44
1
4 ნომერი ბოლო ლელოს მარტო თვალს ადევნებდა, არც კი უცდია ხელის შეშლა. მაინც ყველა ბოლომდე იხარჯებდა და ყველას მადლობა. უელსი მონდომებილი თამაშობდა და ტაქტიკაშიც უფრო მრავალფეროვანი იყო. ჯანით ვაჯობეთ, ფეხებით თამაშით იმათ გვაჯობეს. მილტონს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ეხლა.
Geo
23 სექტემბერი 2019 20:23
5
განსაკუთრებით სუსტი იყო 12,13,14,15 ნომრებზე მოთამაშეები.ისე ცნობისათვის 80 წუთს ერთ ტემპში ზელანდიაც ვერ თამაშობს და მგონი ისინი უელსზე მაღლა დგანან.
Maximus
23 სექტემბერი 2019 17:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული