![](https://sportall.ge/pictures/image5/c5c502324ff99a76ceb7e4926b425bf8.jpg)
კვირას, 29 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ურუგვაის შეხვდება, 3 ოქტომბერს კი ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრისთვის დაწერილ გამამხნევებელ პოსტში "ფეისბუქზე" ფიჯის რაგბის კავშირს საქართველოს ნაცვლად დანიის დროშა აქვს მითითებული.
![ფიჯელებს საქართველო დანიაში აერიათ [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f83b5644958c1eefc28eaca97f28166b.png)
აღსანიშნავია ის, რომ ეს ფიჯის რაგბის კავშირის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" გახლავთ. პოსტი 7 საათის წინ არის დადებული და მას შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.
თუმცა, ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები აღარ გვიკვირს. შოტლანდიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ჰიმნის ნაცვლად ძველი დაუკრეს; საფრანგეთში ალბანეთის ნაკრების წარდგენისას ანდორას ჰიმნი ჩართეს და
ბოდიში სომხეთს მოუხადეს.
თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ფიჯელები თავიანთ შეცდომას ნახავენ და მარტივ საკითხს ადვილად გამოასწორებენ.