ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდი თითქმის სრულად გადაახალისა.
23 სექტემბერს უელსთან ნათამაშები მატჩის (14:43) შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ 3-მა მორაგბემ შეინარჩუნა.
კაპიტანი მარქაფიდან ბრუნდება
ფრთიდან ცენტრში გადაინაცვლა და ლაშა მალაღურაძეს შეუწყვილდება
ტრავმა მოიშუშა და ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის მოსამზადებელ მატჩში, "საუზერნ კინგსთან" დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მარქაფაშია სოსო მათიაშვილიც.
მთლიანობაში, ჰეიგმა სამხრეთამერიკელებთან სათამაშოდ გამოცდილი ხაზის მოთამაშეები შეარჩია. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 7 მორაგბის კეპების ჯამური რაოდენობა 304-ს შეადგენს, ხოლო მარქაფაში მყოფების - 129-ს.
"ბორჯღალოსნების" 32-ე კაპიტანი - ჯაბა ბრეგვაძე
სულ ჰეიგმა 8-იდან 7 მორკინალი შეცვალა. პირველ ხაზში ბრეგვაძეს მხარს გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა გაუმაგრებენ. უელსთან ისინი მარქაფაში იყვნენ. მარქაფაში გადაინაცვლა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე კი მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ.
მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ლომიძისთვის ეს იაპონიაში პირველი თამაში იქნება. მეორე ხაზში შეცვლაზე შევა მამუკა გორგოძე, რომელმაც უელსთან მესამე ხაზში, ძირითადში ითამაშა.
მესამე ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პირველ მატჩში მარქაფაში იყვნენ. ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ბექა საღინაძე იქნებიან, ხოლო შემკვრელი ოთარ გიორგაძეა. მესამე ხაზის მარქაფაშია ბექა გორგაძე.
მორკინალების კეპების ჯამური რაოდენობა 324-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი ფორვარდებისა კი - 119-ს.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იაპონიის მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს 7 მორაგბე. ძნელაძეს, კარკაძესა და მელიქიძეს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.
29 სექტემბერი. კუმაგაია
საქართველო - ურუგვაი (09:15 თბ.დრ)
ხაზი | ბექები
15. ლაშა ხმალაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;
მორკინალები | ფორვარდები
1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა
16. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. სოსო მათიაშვილი.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით