"ბორჯღალოსნებმა" ურუგვაი პრემიალური ქულით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

დღეს, 29 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდს 5 ლელო დაუდეს და პრემიალური ქულით დაამარცხეს- 33:7.

მე-5 წუთზე შესანიშნავად ითამაშა გელა აფრასიძემ, რომელმაც გაჭრა ხაზი და ძალიან დიდი მანძილი მოიგო. ამ შეტევას ურუგველთა მხრიდან ზედიზედ რამდენიმე ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ბოლოს ბურთი ხაზზე გაიტანა აფრასიძემ, ხმალაძემ იდიალური პასი გაუკეთა თოდუას და სანდრო თოდუამ შეხვედრის მე-8 წუთზე "ბორჯღალოსანთა" რიგებში თავისი მე-12 ლელო დადო.

მე-16 წუთზე ქართველ მორაგბეებს კიდევ ერთი ლელოს დადება შეეძლოთ, 2 მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი
მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლამდე, თუმცა უწყინარ სიტუაცაიში დავჯარიმდით და ურუგვაელები გადარჩნენ.

28-ე წუთზე საქართველოს შეტევას ურუგვაელთა ჯარიმა მოჰყვა. "ბორჯღალოსნებმა" შერიკინება აირჩიეს და შერიკენებას 30-ე წუთზე ოთია გიორგაძის ლელო მოჰყვა. თედო აბჟანდაძემ ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 12:0 გახდა.

33-ე წუთზე ურუგვაელებმა პირველივე სახიფათო შეტევა ლელოთი დაასრულეს. ძალიან მარტივად გაჭრეს საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი და ვილასეკამ ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბერჩესიმ ზუსტად გარდასახა და სხვაობა 5 ქულას დაუბრუნდა- 12:7.

ამ მომენტის შემდეგ კიდევ გვქონდა შეტევის შანსები, თუმცა არაფერი გამოვიდა, ურუგვაელებმა ჯარიმა გააფუჭეს და პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თედო აბაჟანდაძემ ძალიან მახვილგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, ფეხით შეაცურა ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედნისკენ, "პრანწიების" უკანახაზელმა ბურთი დაამიწა. დაინიშნა შერკინება სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში და შერიკენებას ლევან ჩილაჩავას ლელო მოჰყვა. თედო აბჟანდაძემ ურთულესი პოზიციიდან დაარტყა ზუსტად გარდასახვა და ანგარიში 19:7 გახდა.

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების რამდენიმეტაპიანი შეტევა კარგი მოლითა და ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა ბრეგვაძის მიერ დადებული მე-4 და პრემიალური ქულის მომტანი ლელოთი დასრულდა. თედო აბჟანდაძემ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა გარდასახვა- 26:7. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვაა მსოფლიო თასზე, როცა 1 თამაშში "ბორჯღალოსნებმა" 4 და მეტი ლელო დადეს.

58-ე წუთზე კი, ისევ ბრეგვაძემ ითამაშა კარგად, მორკინალისთვის უჩვეულოდ გადაკიდა ბურთი ფეხით წინ, ურუგვაელებმა კი აიღეს ბურთი, თუმცა სუთიაშვილმა რაქი შესანიშნავად გაათავისუფლა და გიორგი კვესელაძემ ქართველთა მხრიდან შეხვედრაში მე-5 ლელო დადო. თედომ ისევ ზუსტად დაარტყა და სხვაობა 26-ქულაზე ავიდა- 33:7.

მატჩის მიწურულს სუთიაშვილზე უხეში თამაშის გამო შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ურუგვაელთა მორკინალი გააძევა და თამაში ბოლო პერიპეტიაც ეს გახლდათ.

alt"გვსურდა მოედანზე ამაყები ვყოფილიყავით და ამაყი გაგვეხადა ქართველი ერი" - ჯაბა ბრეგვაძე

altმილტონ ჰეიგი: გასაკეთებელი გავაკეთეთ!


მკითხველის კომენტარები / 76 /
უყურეთ ყველა მატჩს გერმანულ ინტერნეტ საიტზე www.ran.de
giorgi
12:05 30-09-2019
1
რედაქცია და სხვებო, ვისაც ხელი მიუწვდებათ, პირველ არხს ეგებ შეაგნებინოთ, რომ საქართველოს თამაშებს ნუ ბლოკავს უცხოეთში. ჯანდაბას სხვა გუნდები საქართველოს მატჩის ყურებას რად მიშლიან. დარწმუნებული ვარ ურუგვაისთან და ფიჯისთან მატჩები ჩვენს გარდა არავის აინტერესებს, ჰოდა დალოცვილებო, გვაყურებინეთ რა. ITV და BBC თუ აჩვენებს ყველა თამაშს, თქვენ რა გეტაკათ.
მადლობა წინასწარ
გულშემატკივარი
10:07 30-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული