საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ძალიან გულდასაწყვეტია ეს წაგება, მაგრამ ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვერ განვითარდით ამის არ ან ვერდანახვისთვის პასუხისმგებლობა ხომ უნდა დაეკისროს ვინმეს. პსაუხისმგებლობის აღება არა სიტყვებით არამედ საქციელით უნდა მოახერხოს სარაგბო თემმა, თორემ კიდევ უკუსვლა გარდაუვალი იქნება.
თაზო
03 ოქტომბერი 2019 14:21
1
ეხლა დროზე ახალი მწვრთნელი ეს სავანაძეც სახლში და იმაზე ვიფიქროთ რუმინეთმა დ პორტუგალიამ არ გვაჯობოს რაგბი ევროპაზე თორემ ჯერ არ მოგვჭრია თავი ფიჯისთან წაგებით ეს მერე ნახეთ ესპანეთიც თუ წამოგვეწია რაც რეალურია და აბჟანდაძეზე გვითხარით რა ჭირდა.
civi
03 ოქტომბერი 2019 12:58
0
ძალიან ბევრი ტექნიკური მიზეზია თუ რატომ ვერ ივარგა ქართველმა მორაგბეებმა ამ ტურნირზე,ჩემთვის ეს ცხადი გახდა მის შემდეგ რაც გოგრგოძის პენსიიდან გამოწვევის ამბავი შევიტყვე
დარწმუნებული ვარ მწვრთნელმა და სამწვრთნელო შტაბმა ხელდან გაუშვეს (ან გააშვებინეს) გუნდის სადავეები და ჩააფლავეს ნაკისრი ვალდებულება
გუნდურ სპორტს ყოველთვის ძლიერი (ტირანი/სერიოზული/გამოცდილი და ბუნებით ნიჭიერი)მწვრთნელი (თავის შტაბით)და მოედანზე ძლიერი კაპიტანი ამარჯვებს
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 12:45
0
რაგბია ჩვენი თამაში ,თორე სხვა სპორტზე მიკრო ინფაქტი არ მომივიდოდა წაგებაზე..ჩვენ ქართველებთან ეს სპორტი რომ გულთან ახლოსაა იმიტომ არის ჩვენი თამაში ყველა თამაშზე სისხლი მიდუღდება ეს არ ხართ თქვენც ნამდვილო ქართველებო?
შიო
03 ოქტომბერი 2019 12:09
10
სასწრაფო ცხვლილებებია საჭირო,როგორც ნაკრებში,ისე ფედერაციაში,მხოლოდ ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა.რაგბის თამაშია საჭირო და არა ის რაღაც ახალი სპორტის სახეობა, რასაც ჩვენები დგეს თამაშობენ
oto
03 ოქტომბერი 2019 12:03
1
რამენაირად გადავიტანთ ამ წაგებას, მაგრამ ფედერაცია და ჩინ-მედლები რომ იგივე ხლხის ხელში რჩება? პერსპექტივაშიც იგივეს ყურება მოგვიწევს. მამრიკიშვის კითხეთ ,,ფედერაციის კუბოში'' 10 45 ზე დიდი ზომის ლურსმანი ხომარ მოუვიდა ფიჯის?
David
03 ოქტომბერი 2019 11:53
4
ავოკატი რაგბის ფედარაციის პრეზიდენტი არ დაგვეკარგოს არსად და მერე ნახეთ თქვენ უფრო დიდი ანგარიშებით წაგება
დათუნაშვილი
03 ოქტომბერი 2019 11:06
1
სწრაფი გამოსავალი ამ ჭაობიდან გაქართველებული ლეგიონერები იქნებიან
ირლანდიასაც ყავს ესეთები ინგლისსაც საფრანგეთსაც იაპონიასაც,,,,
ცხოვრება რუგბში ძალიან დიდი ტემპით ვითარდება,,,
კიდევ აუცილებლად დიდი პროფესიონალი მწვრთნელი მენტალიტეტით ან ქართველი ან ირლანდიელი სასურველია "ბოროტი" და დიქტატორი გასახდელში!
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 15:58
18
ჰეიგი კი მიდის და მოვა ახალი მწვრთნელი, ჩვეულებრივი ამბავია, ყველა გუნდში ასეა, განახლება და ახალი იდეები, მიდგომები საჭიროა!
მაგრამ
ნაკრების მწვრთნელმა რა უნდა ქნას, შეკრებაზე როგორ შეუცლოს თამაშის სტილი და ფილოსოფია მოთამაშეს, რასაც მთელი წელი აკეთებს, როგორი ტექნიკაც აქვს, იმასთან მიახლოებულს, ცოტა უკეთ ან უარესად, ითამაშებს ნაკრებშიც.
არ არის ასე?
სხვა ამბავია სელექცია, თუ შეეძლო წაეყვანა უკეთესი მორაგბეები, შეეკრა უკეთესი გუნდი და სხვადასხვა მიზეზის გამო არ და ვერ გააკეთა მაშინ მევრთნელის პასუხისმგებლობაა ცხადია..
03 ოქტომბერი 2019 14:50
0
ეხლა უკვე იმ მიჯნაზე ვართ, ძლიერი მწვრთნელიც რომ ვერას გახდება.საქმე იმაშია, რომ ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეთა უმეტესობა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში არ თამაშობს, ან სულაც დიდი 10- ის მონაწილეა.ეს დონე კი სამწუხაროდ მხოლოდ რაგბი ევროპის დონეს თუ ეყოფა, მაქსიმუმ ჩვენი დონის რამდენიმე გუნდს. თუ მათი სათამაშო დონე არ ამაღლდა, წარმატება გამორიცხულია.ამიტომ საჭიროა ფრენჩაიზი, რომელზეც რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა უნდა იმუშაოს
: )))))))
04 ოქტომბერი 2019 20:02
0
ანუ დასკვნა რომელმა გუნდმაც სისწრაფეში გვაჯობა ყველა დიდი ანგარიშით პრაქტიკულად რო იტყვიან ცალი ხელით მოგვიგოო.ამხელა სხვაობა თუ იყო და ასე უკან თუ ვიყავით არ მეგონა.აქ რომელიღაცა ჭკვიანმა დაწერა ავსტრალიას რო მოვუგით გასვლის შანს გვაქვსოო?უკომენტაროოდ
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 14:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული