საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
ნეტავი იმის თავში ჩამახედა ვინც იძახის რაგბი ჩვენი თამაშიაო!
გიორგი
03 ოქტომბერი 2019 11:11
17
Rabbi zelandiis tamashia.chveni Ara kvaxi
RM
03 ოქტომბერი 2019 11:19
4
ნუ არ ვიცი რა ვთქვა საშინლად იმედგაცრუებული ვარ.... მესმის რო 4 დღე აღდგენისთვის ძალიან ცოტააა, მარა იმას რა ვუყოთ რო 12 მოთამაშე ისვენებდა დღევანდელი თამაშის???? მე მგონია რო ურუგვაისთან დაყენებული სასტავით რო დაეწყოთ თამაში ასეთი შედეგი არ იქნებოდა... მომკალით და ასე მგონია...
რაც შეეხება კონკრეტულად თამაშს.... შემადგენლობაზე ჩანდა რო თამაშის დაკეტვას და ტრადიციული მიძალებით დროის გაყვანას და უპირატესობის მოპოვებაზე იყო აქცენტი, მარა იმაზე არ დაფიქრებულან რო იძახოდენ ფიჯი გაშფრული გვყავსო, ფიჯელებიც არ ისხდენ კვერცხების საფხანად და ისინიც გაგვიშიფრავდენ თამაშს?????
ხო აჩვენა ურუგვაისთან თამაშმა რო აფრასიძე გაცილებით პროდუქტიული და კრეატიულია ვიდრე ლობჟანიძე??? სამწუხაროდ ვასკამ პროგრესი დაკარგა, ასე ჩანს ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევისთვის. აშკარად ტორმუზია მისი თამაში, საწყენია მარა ასეა.
მათიაშვილს რო არტყმევინებ ჯარიმას, წინა თამაშშიც გაფუჭ, იმის წინაშიც.... დააარტყმევინე რა აბჟანდაძეს... შესანიშნავად ურტყამს ეს ბიჭი... და ვაბშემც მათიაშვილი 15 ნომერზე მოთამაშე არააა მე თუ მკითხავთ, უფრო 14-ია.
სადააა 125% ფიზიკური მომზადება???? ფედერაციაააააა, თქვენთან ირბინა ვოლავოლამ ამოგდებული ინსტრუმენტით!!!! შერკინებაშიც კი მოგვიგეს....
მოკლედ მიზეზები ბევრია მაგრამ, მოთხოვნა ერთადერთი უნდა იყოს სიტუაციის რეალურად მაყურებლისგან -- ფედერაცია დროზე დააახვიეეეეთთთთ. სვანაძე ეს გასიებული ბოღმის ბოჭკა დააახვიეეეეეე.
დროზე დააბრუნეთ ნიჟარაძე. დროზეეეეე. თორე რუმინეთი მონაგონი იქნება ისეთ დღეში ჩავვარდებით!!!!
პ.ს. ბიჭებს ნუ ლანძღავთ აქ ზოგიერთები ბლინ!!! ჯანსაღი კრიტიკა და ლანძღვის გარჩევა ისწავლეთ ბიჯოოოოოოოო
მიროსან
03 ოქტომბერი 2019 14:50
2
მართალია... აფრასიძე-აბჟანდაძე, გიორგაძე, გოგიჩაშვილი... ჟვანია... ფრთაზე მათიაშვილი და 15ზე კვირიკაშვილი და მოსაგები იყო...
ႧႤႬႢႨႦႨ
03 ოქტომბერი 2019 15:06
3
დიდი ბოდიში მაგრამ ამას თამაში არ ქვია რა. ამას არც ძველმოდური თამაში არ ქვია. არაფერი არ ქვია ამას გულშემატკივრის უპატივცემულობის გარდა. იმდენი ვაბრახუნეთ 6 ერის კარებზე ახლა სიტყვასაც აღარ გვათქმევინებენ. ხომ შემოგვთავაზეს კლუბის გაკეთება და ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩემპიონატში ჩართვა, მაგრამ ჩვენ ეს შეურაცხყოფად მივიღეთ და აი შედეგიც, ახლა ექვს ერზე ოცნებასაც აგვიკრძალავენ. არ არი ფიჯი ან იაპიონია პირველ ეშელონებში მაგრამ შეხედეთ მათ პროგრესს. იაპონიამ "სანვულვზით" მიაღწია პროგრესს, არგენტინამ "ხაგუარესით" და დაწინაურდა პირველ ეშელონში მალე იაპონიაც დაწინაურდება, ფიჯიც. ჩვენ? ჩვენ როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე?
L85
03 ოქტომბერი 2019 12:53
2
რა შუაშია გულშემატკივარი? გულშემატკივარზე კი არა ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა ითამაშო და მერეა გულშემატკივარი. რაც შეეხება თამაშს გეთანხმები 100%-ით ეს თამაში კი არა წვალებაა
gocha
03 ოქტომბერი 2019 13:10
2
Bodishi mara es sxva sportia es ragbi araa!!esaa pasiuri chidaoba !!! 6 erze xma aravin agar amovigot minimum 20-30weli...normalur nakrebs rasac vuyure yvela aris atleti chventan 70%gipiania. Es dakideba ra jandabaa aravin ar aketebs am i idiotobas ,martla fexburts xo ar tamashobt???atas cxraasi ragsc gvaq gamosasworebeli mara kide erti:pirovnulad aravis at verchi mara lobjanidze chemi azrit ragbshi aris gamuvitarebeli 9nomeri romelic sworxazovnad erti da igivet cdilobs imas rac ver gamogvdis saertod kreativi 0am bichis tamashshi da axali taobis 9nomeri afrasidzea chemi azriy. Es dagvianebuli shecvlebi milton shen tu fijis daglas elodebodi aha batono shedegi.da mokled imed gacruebuli da nawyenic ki var ese ugulod wagebul uprincipules matchze.
Fhjj
03 ოქტომბერი 2019 11:14
5
ამ კომენტარში რა არ მოგწონთ ვისაც არ მოგწონთ???ღიპი?ვასკაზე სიმართლე თუ მილტონის კრიტიკა?? მგონი ეს ის მსოფლიოა სადაც ბევრი რამე დავინახეთ და ღრუბლებში სადაც ძაან ზემოთ ავფრინდით ეხლა ისევ დაბლა გვატარებს ფეხით!!!!
ვახ ჩემი
03 ოქტომბერი 2019 11:35
0
6 ერში თუ არ შეგვიშვეს 20 წელი პროგრესი არ იქნება
Irakli Apkhaidze
03 ოქტომბერი 2019 11:41
6
ყველა გამოხმაურება
ეს თამაში წააგო მილტონ ჰეიგმა.
David
03 ოქტომბერი 2019 11:07
3
და მოიგო რადრადრამ!
LIVERPOOL
03 ოქტომბერი 2019 13:24
0
ერთმნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენრი არ ვარგა, ოდნავი წინ გადადგმული ნაბიჯიც არ ჩანს რაგბში. პრინციპში ყველაფერში ეგრეა, თუმცა რაგბში აშკარა პროგრესი გვქონდა და და კიდევ ცოტა გვინდოდა რომ რეალურად დაფიქრებულიყვნენ ჩვენი ინტეგრაციით 6 ერში რაიმე ფორმით. ყოველშემთხვევაში სერიოზულად დაგვიწყეს ყურება და ანგარიშგასაწევ ძალად გვთვლიდნენ. ახლა რა კომენტარებს აკეთებენ გადახედეთ და მიხვდებით სად ვართ. გადასაყენებელია მთელი მენეჯმენტი, არაფრის გამკეთებლები ხართ
Patrioti
03 ოქტომბერი 2019 15:50
0
ნიჟარაძის წასვლის შემდეგ ფედერაციას აშკარად დაეწყო დაღმასვლა და ეს ყველაფერი აისახს ნაკრებზეც , სამწუხაროდ არის რეგრესი, თავიდან აბუსერიძემ რო დაიწყო რღვევა აი ზუსტად მაშინ გამოჩნდა პირველი სიმპტომები!!! ჯერჯერობით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება სანამ კიდევ კონტრილს ექვემდებარება სიტუაცია./// ერთი მაინტერესებს ძალიან რომელი მორაგბე ეწევა პლანს? ან სიგარეტს? ან ვინ დაინახა 35 ხინკალი შეეჭამოს რომელინე მორაგბეს და ზედ დაეყოლებინოს 5 ლიტრა ლუდი?! ასეთი არაპროფესიონალი თუ გვყავს ნაკრებში , მაშინ დაასახელე მისი სახელი და გვარი! ან საერთოდ ნუ ამბობ ! 35 ხინკალი არაა, ცხვარი გაუტყავებლად კიდე!!! მახსოვს არველაძეზე იძახდა ერთი ჩემი თვალით ვნახე თამაშის წინ ნემსი გაიკეთა, ნარკომანიაა მაგის ისე და ასეოო, კაიფობსოო ! თან თამაშის წინო! არადა სინამდვილეში კაცი გამაყუჩებლებით თამაშობდა , თავის გაჭირვება ქონდა, მგონი დღემდე ვინტზე აქ მუხლი!!! წაგების გამო არ შეიძლება დააბრალო კაცს ის რაც არ გაუკეთებია, ამით ახიზღებ სხვებსაც მის თავს!!! ეს სპორტიაა, წაგებაზე სწავლობ , და არაა კუბო და ლურსმანი, და რაღაც ასეთი გამოთქმები, ვინც სუსტიაა კი გამოჩნდაა და უნდა შეიცვალოს
Vasili
03 ოქტომბერი 2019 12:13
5
დიდი მადლობა მელიტონას მარა ერთ წლის წინ წასულიყო ჯობდა. გრანდებს არ ვეტამაშებითო და მაგის ბრალია ერთ ადგილზე რო ვართო. სამ პირველი დონის გუნდს ვეთამაშეთ ზედიზედ - 2 შოტლანდიას და ერთი უელსს. რამე დაინახეთ ან ექსპერიმენტი ან განსხვავებული მიდგომა ? არა. გორგოძის მიმართ ალალი იყოს ის ტაში რაც დაგვიკვრია და დამიკვია მარა რატო დაბრუნდა გუნდში რომელშიც 2 წელია არ უთამაშია და მის სტილს საერთოდ ჩამორჩენილია? შერკინებაში დომინანტები ვიყავით და ახალი ტრენერი რატო ჩამოვიყვანეთ? და ბოლოს, ნიჟარაძე სვანიძით რატო შევცვალეთ? რამე შემატა ან ჩემპიონატს ან ნაკრებს?
d
03 ოქტომბერი 2019 11:42
1
ბარემ ვაისასაც მოუხადეთ მადლობა D.D.D
555
03 ოქტომბერი 2019 15:25
0
ხო უხადე მადლობები, 8 წელი უამრავი ფული წაიღო საქართველოდან და შერკინებაში აუტსაიდერად გვაქცია, თან ამდენი ქება თავში აუვარდა.
aleksandre
03 ოქტომბერი 2019 13:49
1
საერთოდ 80 პროცენტი გამოსაცვლეია ამ გუბდიდან .ეს რაგბი არაა რასათ თამაშობენ.დაეშვით მიწაზეე და მორჩით სისულელეებს 6 ერი დაივიწყეთ ამათ 6 ერში რაუნდათ?უელსი გაჩერდა თორე მოგვიგებდა ალბათ ერთი 80 ქულით.
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 11:22
5
ბუხრიკ,რომ გამოცვალო,უნდა გყავდეს.ვინ გყავს ამ 80 პროცენტზე უკეთესი?სულ სამი -ოთხი კაცი შეიძლება ვთქვათ,რომ ეს,იმას აჯობებდა და ეგეც სადავო იქნებოდა.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 14:19
1
კიდე ერთი მინდა დავწერო იმ ხალხის საყურადრებოდ ვინც ჩ ვენ სამართლიან აღშფოთებას სირცხვილად გვითვლის.ზუსტადაც უნდა ავღვშფოთდეთ ქომაგები,ჟურნალისტებმა უნდა წერონ მწვავე სტატიები,უნდა ვაკრიტიკოთ ის ვინც ღირსია და დღის სინათლეზე გამოვიტანოთ ჩვენი სისუსტეები.თუ კიდე საბჭოთა ნარატივით გავაგრძელებთ პრობლემების დამალვას და რაღაც საჩვენებელი მატჩებით თამასის აწევას ჩავეშვებით ჭაობში საიდანა ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება.აქ არ მეგულება ადამიანი ვისაც საქართველოს ნაკრების წაგება უხარია,ყველა გამოხატავს თავისებირად,ზოგი ნიშნის მოგებით,ზოგი კიდე სინანულით და სიყვარულით.ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერტიანებს ჩვენი სამშობლო და სპორტის სიყვარული,ასე რომ ყველამ ხმამაღლა ვთქვათ რა ნაკლი დავინახეთ და რა ხდება საერთოდ.რაღაც რო ხდება ფაქტია.
ბექა
03 ოქტომბერი 2019 14:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული