საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
madloba bichebo! araushavs cavaget xdeba egre.c magram eset did angarishs aravin eloda! ra angarishitac ar unda cavagot me tkven koveltvis tashs dagikravt, mikvarxart da meamakebit, kvelas dzalian dagvckda guli da kvelas gveckina magram aq landzgva da kritikit araperi sheicvleba ase rom tqvenit me amaki var! ❤️
daviti
03 ოქტომბერი 2019 11:21
17
გვაჯობეს თითქმის ყველა კომპონენტში,მაგრამ არა უშავს - ნაკრების გადახალისებაა საჭირო , ფიზიკურად კიდევ უფრო მომატება , უკანა ხაზის ბურთაობის სწავლა, თან სისწრაფეში და მუდფმივ შეტევაზე ორიენტირება, არა დაცვით და აქედან თამაში,მისთვის ეროვნული ჩემპიონატებში დიდი ფულის ჩადება, ევრო- კლუბურ ტურნირებში ინტენსიურად თამაში და აუცილებლად შევალთ ტოპ-10-ლში!
გლახუნა
03 ოქტომბერი 2019 11:20
1
პირველ რიგში დისციპლინაა ნულის ტოლი გუნდში, მერე პლასტიკა უზომოდ აკლიათ და ფანტაზია. ვერც ერთი დამუშავებული კომბინაცია ვერ ვნახეთ საერთოდ ვერც ერთ თამაშზე....
ირაკლი
03 ოქტომბერი 2019 15:40
0
მადლობა ჩვენ რაგბისტებს რომ ასეთი მოლოდინები გაგვიჩინეს რაც დღესდღეობით გვაქვს. არაუშავს მომავალში უკეთესად ვითამაშებთ. ყველაზე მეტად მათ უნდოდათ ჩვენი გახარება, მაგრამ როგორც ყველა სფეროში წარუმატებელი პერიოდი რაგბისტებსაც აქვთ და გთხოვთ ნუ დავაკნინებთ ერთი ჩაგდებული თამაშის გამო აქამდე შექმნილ მათ ავტორიტეტს. აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ მწვრთნელთან მიმართებაში. უდავოა რომ მილტონი "მაგარი" მწვრთნელია, თუმცა ჩემი აზრით მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოში. მადლობა მას გაწეული შრომისთვის და ჩვენი არაერთგზის გახარებისთვის!
Goga
03 ოქტომბერი 2019 13:00
8
რაგბისტებისთვის "დიდი მადლობის" მოხდა ტრადიციასავით გახდა, ყოველი მოგება-წაგება თუ რავიცი კიდე რისთვის მადლობები იწერება.
dron
03 ოქტომბერი 2019 14:05
2
მოგესალმებით და ძალიან ვწუხვარ ჩვენი წაგების გამო. თუ ჩვენ 25% უკეთ მომზადებულები ვართ ე.ი. ფიჯი დაახლოებით უწინდელთან შედარებით 50% უკეთ მომზადებულა. რისი გაზომვაც დამეთანხმებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს რომ ჩვენ კი ვემზადებოდით თუმცა ჩვენი კონკურენტებისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება, ისინი რა და როგორ აკეთებდნენ და ვითარდებოდნენ ჩვენ ამის საქმის კურსში არ ვყოფილვართ, აქედან გამომდინარე არასწორი იქნებოდა ჩვენი ანალიზი მოწინააღმდეგის შეფასებაში და შესაბამისად არაეფექტური მათ წინააღმდეგ ჩაფიქრებული ტაქტიკა. არ გამოვდგები რაგბის ანალიტიკოსად თუმცა ვფიქრობ რომ გუნდი არ არის მომზადებული ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად და მარტო ფიზიკურად ვერაფერს გახდები. მადლობა მილტონს, თუმცა მართლაც რომ გაცილებით მაღალი კლასის ტრენერი გვჭირდება ამ ეტაპზე, თორემ ჩვენ უკვე გვაქვს სტაგნაცია და უკუსვლა გარდაუვალი იქნება. ძალიან გული მწყდება რომ ყველაფერში უკან მივდივართ და მართალი გითხრათ ვერ ვგრძნობ რომ ეს მმართველობას აინტერესებდეს.
ქართველი
03 ოქტომბერი 2019 12:58
0
პირველ რიგში ფედერაცია პანჩურებით არის დასაშლელი და რაც მთავარია მაგარი მწვრთნელი გვჭირდება აუცილებლად.........
ირაკლი
03 ოქტომბერი 2019 12:57
1
რეგბის სხვა კომპონენტებში (რაქი, ხელით თამაში....) არ ვარგივართ გასაგებია, მარა შერკინებაშიც რომ ვერ ვივარგეთ ეს არის ყველაზე უფრო მისასალმებელი, არადა ამ თამაშისათვის რამდენ ხანს ვემზადებოდით
dato
03 ოქტომბერი 2019 12:47
2
ისე ჩემი აზრით ,ქრონოლოგიურად რო მოვყვეთ შოტლანდიასთან ტესტ მატჩებმა მგონი ფსიქოლოგიურად ძაან შეგვიშინეს ბიჭები რასაც ვუყურე ყველა თამაშში თითქოსდა შეშინებულები ვიყავით ,რა ყქმა უნდა მაგათ უნდა ვეთამაშოთ ისე ვერც ვერაფერში განვითარდებით მარა მაინცდამაინც მსოფლიოს წინნ არ გაგვიკეთა კაი საქმე
Ggg
03 ოქტომბერი 2019 11:30
0
ოღონდაც მადლობას და კმაყოფილები რითი ხართ.გადაგვირბინეს
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 11:25
3
მეტი ტესტ მატჩია საჭირო ათეულის ნაკრებებთან, რომ რეალური პრობლემები გამოჩნდეს და გაანალიზდეს, რუსეთი და პორტუგალია არ უნდა იყოს შესაძლებლობების საზომი, მაგათ უშანსოდ ვუგებთ, შემდეგ გვგონია, რომ უძლეველები ვართ და ესეთ გუნდებს თუნდაც როგორიც ფიჯია ვეჯახებით, როგორც კედელს. პოტენციალი არის უბრალოდ სწორი მენეჯმენტია საჭირო.
the rugby
03 ოქტომბერი 2019 17:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული