გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.
მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.
რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი
"ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.
2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.
ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.
2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.
სვანიძის არჩევანი - დე ბრუინია, თუ სხვა გაიმარჯვებს, თავის კანდიდატურას შეარჩევს (შეიძლება ესეს დე ბრუინი აღმოჩნდეს)
თუმცა უკეთესი კი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს რომ შეეჯერებინათ კანდიდატურა და ევროპის ჩემპიონატს უმწვრთნელოდ არ შევხვედრილვიყავით.
ამ პირობებში დე ბრუინი საინტერესო კანდიდატურაა, დიდი გამოცდილებით და ნათელი ვექტორით, რომელიც სწორედ შეტევაზეა ორიენტირებული.
მთავარი დადებითი ის არის, რომ ფედერაციამ აირჩია, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და სამხრეთაფრიკულ ვექტორზე და შემტევ რაგბზე გააკეთა არჩევანი, რაც ჩვენ ნამდვილად შეგვეფერება და მწვრთნელიც აქედან გამომდინარე ლოგიკურად შეაღცია
მაგრამ საერთო ჯამში, სვანიძის საქმიანობას უფრო უარყოფითად ვაფასებ ამ ეტაპზე, ესე 45/55-ზე ალბათ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ 4 წელი ფაქტიურად სტაგნაცია გვქონდა.
მისი გამარჯვება არ მინდა მისი ფრანშიზის მიმართ დამოკიდებულების გამო (როგორც ინტერვიუში აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ჩემპიონატისთვის ფრანშიზის იდეას არ ემხრობა და რუსეთის ჭ-კლასის კონტინენტალური ლიგის იდეას ემხრობა)
P.S სვანიძე აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ამ მდგომარეობაში ძალიან კარგი კანდიდატურაა.