საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში იტალიას გადაასწრო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, "ბორჯღალოსნებმა" 1.07 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრებმა "ლომებს" პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 8 ქულა შესძინა. ესპანეთმა თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა – 23:10.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 72.70 სარეიტინგო ქულა აქვს და 0.66 ქულით უსწრებს იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35
დამარცხდა.

76.21 ქულით ჩვენ წინ ფიჯის ნაკრებია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
იტალიას გავასწრებთ როცა მოვუგებთ
გოგა
21:58 10-02-2020
5
იტალიას არა მარტო რეიტინგით უნდა გადავუსწროთ,არამედ სულ მალე თამაშის კლასითითც უნდა ვაჯობოთ!
....
21:26 10-02-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული