ლევან მაისაშვილი: ბელგიასთან მატჩში ერთადერთი ამის ნახვა არ მინდოდა...

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების დამაჯერებელი ძლევის შემდეგ "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განვლილი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"თამაშს პირველივე წუთიდან ყველა კომპონენტში ვაკოტროლებდით, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშის მიუხედავად ყველა შეტევაში ისე გვეთამაშა, თითქოს ეს იყო ჩვენთვის ბოლო შანსი და მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ტექნიკურად და ფიზიკურად დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ხანდახან, ასეთ შემთხვევაშიც არაა მარტივი ქულების აღება და მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის.

„ერთადერთი, რისი ნახვაც დღეს არ მინდოდა, ეს ეგოისტური თ
ამაში იყო, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიდა. ყველა თამაშობდა გუნდისთვის, რაც ძალიან კარგია. რაგბი ევროპაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ. ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად, შეგვიძლია ვიყოთ დომინანტები და თუ ეს ვერ შევძელით, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქის. მე არ ვაკნინებ მოწინააღმდეგეს. დავალებები ამ თამაშში უკეთ შესრულდა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში და ეს ძალიან კარგია.

ლაშა ჯაიანს და დემე თაფლაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ორივემ ბრწყინვალედ ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათ პერსპექტიული მომავალი აქვთ. სადაც შანსი გვექნება, მათ აუცილებლად მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას,"- აღნიშნა მაისაშვილმა.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მესამე დღეა უკვე და არანაირი ინფორმაცია რაგბი ევროპის სხვა თამაშების შესახებ!!!
სერგი
24 თებერვალი 2020 09:39
0
ამ სტილში რომ ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშოთ და მთელი თამაში გავუძლოთ,კარგი იქნებოდა,მაგრამ ბელგიასთან ინტენსიური თამაში ნაკლებად იყო,არც მათი კლასი და ტექნიკა ტაქტიკაა ჩვენთან თანაზომადი,თუმცა ამ მიმართულებით ავმოძრავდით და ესაა კარგი.თავდაჯერება და სტაბილურობა უნდა შევიძინოთ.აქაც ძალიან ხშირად ვცდებოდით,ვჯარიმდებოდით,თამაშის ხაზს ვკარგავდით,მაგრამ მაინც კარგი იყო.გილოცავთ ბიჭებო და ასე განაგრძეთ.ის რაც ჰეიგმა ვერ გაბედა,ლევანმა სცადა და ჯერჯერობით საკმაოდ კარგად გამოვიდა.ნათქვამია საქციელს დასთეს,ჩვევას მოიმკი.ჩვევას დასთეს და ხასიათს მოიმკიო.ჩვენ ჯერ საქციელის დათესვა დავიწყეთ და ხასიათამდე უნდა მივიდეთ.ამას დრო უნდა და 4 წელი, წესით ჩვევაში მაინც გადაგვიყვანს.შესაძლოა ხასიათის ცვლილებებიც დაგვეწყოს და ეს,შესანიშნავი იქნება.
სოსო
23 თებერვალი 2020 20:19
0
მეს.სტილის შეცვა ასე ადვილი გგონია?დარწმუნებული ვარ,რომ არც შენ გგონია ადვილი.ამას დრო უნდა და დიდი რაოდენობით თამაშები,რომ სისხლსა და ხორცში გაგიჯდეს.ჰეიგმა დაიწყო ამ მიმართულებით სვლა,20 წლამდელებიც ამ სტილით ათამაშეს,მაგრამ შეატყო,რომ ბოლომდე ათვისებას ვერ ვასწრებდით და ისევ ძველ თამაშზე გადაიყვანა ნაკრები.ეს იყო ჩვენი ნაკრების წარუმატებელი თამაშის ერთერთი მთავარი მიზეზი მსოფლიოზე.ვეღარც ძველზე დაბრუნდნე და სადღაც შუაში გავჩერდით.ნაკრები გაურკვევლობაში აღმოჩნდა,თავისი უარყოფითი შედეგებით.ჰეიგმა ამ თამაშში ისარგებლა ჰეიგის ბოლო ორი წლის წინა ორი წლის,მუშაობის შედეგებით,20 წლამდელების კადრებით და განაგრძო იმ ხაზით მუშაობა,ჰეიგი 2016-2017 წლებში რომ ნერგავდა.20 წლამდელების ბიჭებიც უკვე წამოიზარდნენ და როგორც ვნახეთ უკვე მზად არიან ბელგიის ნაკრებთან მაინც ითამაშონ უდიდესი უპირატესობით და ახალი სტილით.სამ წელიწადში,ეს უკვე საკმაოდ განმტკიცებული გვექნება და თუნდაც არ გვქონდეს,მაინც არ უნდა გადავუხვიოთ.თუნდაც წარუმატებლად გამოვიდეთ,მაინც ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ სვლა,რადგან ეს,ჩვენი არჩევანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმაა.ამ შემთხვევაში,მომდევნო მსოფლიოს თასისათვის უკვე ახალ სტილზე გადასული,სრულფასოვანი ნაკრები გვეყოლება.შიდა ჩემპიონატიც ალბათ ასე ათამაშდება და უფრო ყურებადიც გახდება
სოსო
24 თებერვალი 2020 14:06
0
რა სტილში ვითამაშეთ? მაგ სტილში ძლიერი მეტოქე გადაგვივლიდა, გუნდს დაცვა მოშლილი აქვს უბრალოდ მეტოქე გვყავს ისეთი ვერ იყენებს შეცდომას და ბელგიის სამოყვარულო გუნდმაც კი ხეზები გვიჭრა რამდენჯერმე. დონეს დააკვირდით და მიხვდებით რაც იყო შედეგი რეალური!
me
24 თებერვალი 2020 11:42
3
შეტევაში აშკარად მომატებულია ნაკრები, ლამაზად თამაშობს, დაცვაში ძველთან შედარებით ისე რა..., ჯერ სუსტებს ვეთამაშებით და დაცვა უძლებს, აი ძლიერებთან საეჭვოა...

ბელგიით ვერ შეფასდება ნაკრები
1
23 თებერვალი 2020 18:34
0
იქნებ როგორმე მოხერხდეს იტალიის ნაკრებთან ამხანაგურის თამაში.ერთი მაგრად დავადოთ რომ სალაპარაკო აღარ ქონდეთ.
ნიკო
23 თებერვალი 2020 16:02
8
ყოჩაღ ბატონ ლევანს და მწვრთნელთა შტაბს. გუნდის წარმატებაში მათი წვლილი არანაკლებია, ვიდრე მოთამაშეების. გუნდი გამართულ, თანამედროვე რაგბს თამაშობს. მართალია ხარვეზები არის, მაგრამ ისიც აღმოიფხვრება და ვფიქრობთ თუ ამ გზაზე ვივლით უეჭველად შევწვდებით 6 ერის დონეს და შემდეგ უნდა ვიფიქროთ უფრო მაღალ მწვერვალებზე. წარმატებები!
თენგაბი
23 თებერვალი 2020 14:49
0
ტაბუცაძე მომეწონა! ერთი მეგობრული შენიშვნა ოღონდ,ჩათვლის მოედანში ცოტა დაცემაზე ივარჯიშე,ისე უხერხულად ეცემი გული მისკდება არაფერი მოიტეხო)))
ბათუმის ფანი
23 თებერვალი 2020 13:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული