ლევან მაისაშვილი: შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვა. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ
ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
"მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს" კი არა იმათ დაკარგეს თავიანთი თამაში, ჩვენთან შედარებით აშკარად დაიღალნენ და ეგ არის (ბევრი ფილოსოფიის გარეშე).

პატივისცემით.

იდალგო
01:11 08-03-2020
3
მწვრთნელების ჭიდილში პორტუგალიამ გვაჯობა. შთაბეჭდილება დამრჩა მეტოქის თამაში (სათითაოდ მოთამაშეები) სათანადოდ არ იყო გაანალიზებული.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული